20/05/2026

"ბოლო ზარი"

      დღეს, 20 მაისს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, მესამე სასწავლო კურსის კადეტებისთვის მნიშვნელოვანი და ემოციური დღე აღინიშნა. მეთორმეტე კლასელებისათვის დაირეკა „ბოლო ზარი“, რასთანაც დაკავშირებით კადეტთა კლუბში გაიმართა „ბოლო ზარის“ ღონისძიება, რომელმაც ლიცეუმში გატარებული სამი დაუვიწყარი წელი კიდევ ერთხელ გააცოცხლა.

     ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, დირექცია, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და კადეტები.

     სამივე სასწავლო ჯგუფმა, მათშორის ჩემმა სადამრიგებლო ჯგუფმა (12ა კლასმა)  დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი და ემოციური ნომრები წარადგინა.

    კადეტებმა სიმღერებით, მოგონებებითა და გულწრფელი ემოციებით გაიხსენეს  გამოწვევებით სავსე დღეები და ის გზა, რომელიც ერთად გაიარეს.

     კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

     „ბოლო ზარი“ კადეტებისთვის მხოლოდ ლიცეუმის დასრულებას არ ნიშნავს  ეს არის ახალი მიზნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.


24/12/2025

გასვლითი გაკვეთილი

       III სასწავლო კურსის I სასწავლო ჯგუფის კადეტებთან ერთად განვახორციელე გასვლითი გაკვეთილი ვანის მუნიციპალიტეტში.

     კადეტებმა დაათვალიერეს  ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და სოფელ დიხაშხოს თერმული წყლები.

    გაკვეთილი თემით - „მდგრადი ტურიზმი საქართველოში“ მიზნად ისახავდა კადეტებს აღექვათ გეოგრაფიული გარემოს მთლიანობა და გაეაზრებინათ ბუნებრივი პირობების გავლენა  მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობასა და ცხოვრების წესზე.

  

06/11/2025

ონლაინ ტრენინგი

      2025 წლის 10 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით საერთაშორისო ოკეანის აკადემიისა და საქართველოს ოკეანის აკადემიის ორგანიზებით, Zoom -ის პლატფორმის საშუალებით გავიარე ონლაინ ტრენინგი  ოკეანის წიგნიერების ამაღლება სკოლაში.

ტრენინგის ფარგლებში გავეცანი შემდეგ თემებს:

  • ლურჯი ეკონომიკა
  • საზღვაო ბიომრავალფეროვნება
  • თევზჭერა და აკვაკულტურა
  • მდგრადი განვითარების მიზნები
  • ინოვაციები საზღვაო მეცნიერებაში.
   ტრენინგის ხანგრძლივობა 20 საათი. ტრენინგს ხელმძღვანელობდა ქალბატონი მარიკა მახარაძე.

10/10/2025

ინტერაქციული ლექცია "აფხაზეთი"

 

   ლიცეუმის სამივე სასწავლო კურსის კადეტებისათვის ჩავატარე ინტერაქციული ლექცია -„ჩვენ დავბრუნდებით“.

     ლექციას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, დირექციის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და კადეტები ესწრებოდნენ.

    ინტერაქციული ხასიათის ლექცია - აფხაზეთის თემას შეეხებოდა. ლექცია გაჯერებული იყო ფოტო-ვიდეო მასალებით და მიზნად ისახავდა კადეტთა ცნობიერების ამაღლებას აფხაზეთის შესახებ.