ბესიკ მაჩიტაძე
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო
ლიცეუმის გეოგრაფიის მასწავლებელი
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა მოიცავს
7 წელს. 2010 წლიდან ვმუშაობ სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო
ლიცეუმში გეოგრაფიის მასწავლებლად და ჯგუფის დამრიგებლად.
2011 წელს გავიარე მასწავლებელთა სასერთიფიკაციო
გამოცდა და გავხდი სერთიფიცირებული მასწავლებელი, ხოლო 2012 წელს წარმატებით ჩავაბარე
ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა და მომენიჭა საუკეთესო შედეგების
მქონდე გეოგრაფიის მასწავლებლის სტატუსი.
ჩემი პედაგოგიური საქმიანობის ერთე-ერთი
მთავარი პრინციპი ინდივიდუალურ-დიფერენცირებული მიდგომაა, რომელსაც ინტენსიურად ვიყენებ
ყოველდღიურ პრაქტიკაში, რაც მეხმარება მოსწავლეებთან ურთიერთობაში. ეს მეთოდი შესაძლებლობას
მაძლევს ვიცოდე და შევაფასო ჩემი მოსწავლეების ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური შესაძლებლობები.
კარგად იცნობდე შენს მოსწავლეს ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეს ვაძლევ თავისუფლებას
სრულად წარმოაჩინოს თავისი აზრი, შესაძლებლობები, ფანტაზია, შემოქმედებითობა და ასე
შემდეგ. ჩემი პედაგოგიური საქმიანობა საინტერესოა მაშინ რაც უფრო მრავალფეროვანია.
რაც უფრო ხშირად ვაქცევთ ყურადღებას და ვაფასებ მოსწავლის შრომას, მით უფრო იზრდება
მისი დაინტერესება საგნის მიმართ. მოსწავლეების წახალისება აი ეს არის ჩემი პედაგოგიური
საქმიანობის მთავარი მიმართულება.
საგაკვეთილო პროცესში განსაკუთრებით
დიდ ყურადღებას ვუთმობ, რომ მოსწავლეს შევუქმნა პოზიტიური და მოწესრიგებული გარემო,
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მოსწავლესთან პოზიტიურ ურთიერთობებს, მიმაჩნია, რომ სასურველ
შედეგზე გავალ მაშინ თუ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არის ურთიერთ დაფასება და
პატივისცემა, ამით უფრო გაეზრდება მოსწავლეს პირადი პასუხისმგებლობა სწავლაზე და განვითარებაზე.
(ე.ს.გ. მუხლი 31). მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობიდან გამომდინარე მათ ხშირად
ვაძლევ საპასუხისმგებლო დავალებებს, ზომიერი წახალისებებითა და შექებით ეზრდებათ ინტერესი
საგნის მიმართ. აგრეთვე დიდ ყურადღებას ვუთმობ საკლასო ოთახის მოწყობას, მაგ. ჩემი
საგნიდან გამომდინარე სხვადსხვა რუკებით, გლობუსებითა და ქვეყნების დროშებით გაფორმება,
რაც გარკვეულ წილად დადებით განწყობას უყალიბებს მოსწავლეებს.
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით
ყოველთვის ვცდილობ, რომ არ დავტოვო უყურადღებოდ მისი მცირედი წარმატებაც კი. მაგ. შევამჩნიე,
რომ რვეულში მოსწავლე აკეთებს ქვეყნების რუკებისა და სიმბოლოების ჩანახატებს, მიმაქვს
მისთვის დიდი ზომის ფორმატები, ფერადი ფანქრები და ვაძლევ თავისუფლებას ჩანახატები
გადაიტანოს დიდ ფორმატზე. გაკვეთილის პროცესში ხშირად მომყავს ცხოვრებისეული მაგალითები.
(მაგ. ადამიანს რა გავლენა შეუძლია იქონიოს კლიმატზე, გარემო პირობებზე, სხვადასხვა
სტიქიურ უბედურებებზე. მაგ. გზის არასწორმა გაყვანამ როგორ შეუძლია გამოიწვიოს მეწყრული
პროცესები, ან კიდევ ის რომ საქართველოს მდინარეებზე ეროზიული პროცესები განსაკუთრებით
ძლიერია მარჯვენა სანაპიროზე ამიტომ იქ სახლების აშენება არ არის მიზანშეწონილი).
(ე.ს.გ. მუხლი 34.)
თანამედროვე საგაკვეთილო პროცესი წარმოუდგენელია
მოსწავლეთა ჩართულობის გარეშე, ამ მხრივ დიდ ყურადღებას ვუთმობ ჯგუფურ მუშაობას, დისკუსიებს,
რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში ურთიერთანამშრომლობის გაზრდასა და ერთმანეთის აზრის პატივისცემას.
ურთიერთთანამშრომლობის გაზრდის მიზნით, მაგალითად რუკის სწავლის მიზნით ხშირად ვთხოვ
ერთმანეთი ამეცადინონ, ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე ამ მეთოდით რუკის
სწავლის კუთხით საკმაოდ კარგ შედეგზე გავდივარ (ე.ს.გ. მუხლი 36.).
21-ე საუკუნის სწავლება შეუძლებელია
ციფრული წიგნიერების გაზრდის გარეშე, ამ მიზნით ხშირად ვთხოვ ჯგუფურად ან ინდივიდუალურად
მოამზადონ პრეზენტაციები, ვისაც შეუძლია შექმნან ბლოგები. (ე.ს.გ. მუხლი 48).
მიმაჩნია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული მათი ასაკის შესაბამის სამოქალაქო ცხოვრებაში.
ხშირად ვთხოვ, რომ თვალყური ადევნონ უცხოეთის ახალ ამბებს. აგრეთვე საშუალო საფეხურის
მოსწავლეებთან ხშირად ვმართავთ დისკუსიებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე,
საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ამით მათ უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება,
სხვისი უფლებების პატივისცემა და რაც მთავარია დემოკრატიული პრინციპების აღიარება.
(ე.ს.გ. მუხლი 48. მასწ. პროფ. განვითარების სტ. მუხლი 41 ა.ე./ა.თ./დ.ბ. ).
მოსწავლეთა შეფასებისას ეროვნული სასწავლო
გეგმის შესაბამისად ვიყენებ როგოც განმსაზღვრელ ისე განმავითარებელ შეფასებას. ვუყალიბებ
მოსწავლეებს იმ აზრს, რომ კონკრეტულ ქულას არ ვაძლევ მნიშვნელობას, მისი საშუალებით
ხდება მხოლოდ სწავლის ხარისხის კონტროლი, ამიტომ უპირატესობას ვანიჭებ განმავითარებელ
შეფასებას, ამით უფრო ზუსტად ხდება მოსწავლეთა სწავლის განვითარების დინამიკის კონტროლი
და უფრო მეტად უწყობს ხელს ხარისხის გაუმჯობესებას, ხშირად ვუკეთებ ზეპირ და წერილობით
კომენტარებს, რეკომენდაციებსა და რჩევა-დარიგებებს. (ე.ს.გ. მუხლი 16).
სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის
ვატარებ სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფებთან ერთად ინტეგრირებულ გაკვეთილებს (მაგ. გეოგრაფია-ქიმია
,,მასობრივი განადგურების იარაღი“) თუ პროექტებს (მაგ. პროექტი - ,,ილაპარაკეთ...ოღონდ ქართულად, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!" საგანთა ჯგუფი: გეოგრაფია, ქართული, უცხო ენები http://samcxejavakheti.blogspot.com/ (მასწ.პროფ.სტ. მუხლი 41 ა.ვ.).
ყოველი წლის ბოლოს ვახდენ მოსწავლეთა მიღწევების აღნუსხვას: საატესტატო გამოცდების
შედეგები, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში თუ სხვადასხვა კონფერენციებში მონაწილეობა. (მასწ.პროფ.სტ. მუხლი 41 გ.გ.).
შექმნილი მაქვს უამრავი, სახალისო და
მიზნობრივი სასწავლო რესურსები თითოეული თემისათვის სლაიდების თუ სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების
სახით. აქტიურად ვქმნი ონლაინ ტესტებს საიტზე www.edmodo.com. და აგრეთვე ტესტების
შესაქმნელად ვიყენებ პროგრამას ,,EasyQuizzy” (მასალები განთავსებულია ჩემს ელექტრონულ
პორტფოლიოზე http://besikmachitadze.blogspot.com/).
იმისთვის, რომ მომავალი საგაკვეთილო
პროცესი წარმატებით და მოსწავლეებისთვის საინტერესოდ წავმართო, მოსწავლეებს ვთხოვ მოახდინონ
ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილების, მეთოდების შეფასება წერილობითი შთაბეჭდილებების
სახით. მე კი მათი ინტერესებიდან გამომდინარე შეძლების და გვარად ვითვალისწინებ საგაკვეთილო
პროცესის დაგეგმვისას.
როგორც
კლასის დამრიგებელი ეროვნული ყოველი კვირის ბოლოს ვატარებ სადამრიგებლო საათს, ხოლო
ყოველი თვის ბოლოს სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად ვახდენთ მოსწავლეების აკადემიური მოსწრების
თვის ანალიზს. სადამრიგებლო ჯგუფთან კვარტალში ერთხელ გვაქვს სასწავლო-შემოქმედებითი
ეკსკურსიები. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ ყოველი თვის ბოლოს მშობლებს
ვაწვდი ინფორმაციას. თუ მოსწავლეს აქვს რაიმე სწავლასთან ან პიროვნულ პრობლემასთან დაკავშირებით, მშობელთან
აქტიური კომუნიკაციით ინტერნეტით, ან ტელეფონით ურთიერთ თანამშრომლობითა და შეთანხმებით
ისე, რომ მოსწავლემ არ იცის ვმუშაობთ მოსწავლესთან. ყოველი სემესტრის ბოლოს სხვადასხვა
საშუალებებით მშობლებს ვუგზავნი თავიანთი შვილების მოკლე დახასიათებებს (ე.ს.გ მუხლი
6).
აქტიურად ვთანამშრომლობ კათედრის წევრებთან,
მაგალითად ვუწევთ ერთმანეთს დახმარებას-რეკომენდაციას სხვადასხვა სასწავლო რესურსების
შექმნაში, საგაკვეთილო პროცესის ეფექტრურად წარმართვაში, პრობლემური მოსწვლის არსებობის
შემთხვევაში ერთობლივად ურთიერთშეთანხმებით ვგეგმავთ ამ მოსწავლის მიმართ სასწავლო
პროცესს. (ე.ს.გ. მუხლი 7).
ინტენსიურად ვზრუნავ ჩემს პროფესიულ
განვითარებაზე. ამ მიზნით აქტიურად ვიღებ მონაწილეობას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ
გამოცხადებულ ტრენინგებში, სემინარებში თუ კონფერენციებში, რასაც აქტიურად ვიყენებ
პროფეიულ საქმიანობაში (მაგ. 2011-2014 წლებში გავლილი მაქვს მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 8 ტრენინგი).
No comments:
Post a Comment