11/03/2021

ონლაინ შეხვედრა

 

     დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო-სპორტულ ლიცეუმს-“ზახისტნიკს“ შორის ონლაინ შეხვედრა შედგა.

     სასწავლებლების კადეტებმა ერთმანეთს პრეზენტაციის ფორმატში გააცნეს თავიანთი ქვეყნები, ქალაქები და ლიცეუმები. 

      პროექტის ფარგლებში კადეტები ჩაერთვნენ მრავალფეროვან სასწავლო აქტივობებში, ინგლისურენოვან ქვიზებსა და ონლაინ სასწავლო თამაშში- “Kahoot”. ვიზუალური მასალებით გამდიდრებული თამაში ხელს უწყობს კადეტთა ინგლისური ენის უნარების განვითარებას. პირველი ადგილი თამაშში- “Kahoot” ქართველმა კადეტმა მარიამ გურულმა, ხოლო ქვიზებში უკრაინელმა კადეტმა დანილო მელნიკმა დაიკავა. 

     ერთობლივ პროექტში ჩართულები ვიყავით კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირველი და მეორე სასწავლო კურსების 15 კადეტი. პროექტზე მუშაობდით პედაგოგები: ეკა მურუსიძე, ფიქრია ცერცვაძე, იზაბელა კილასონია და ბესიკ მაჩიტაძე.





03/03/2021

დაჯილდოება კონკურსი "ევროპული ენები"

         2021 წლის 3 მარტს ლიცეუმის კადეტთა კლუბში გაიმართა დისტანციური სწავლებისას განხორციელებული კონკურსის "ევროპის ენების" გამარჯვებული კადეტების დაჯილდოება.

კადეტების დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო ლიცეუმის დირექციამ.