დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო-სპორტულ ლიცეუმს-“ზახისტნიკს“ შორის ონლაინ შეხვედრა შედგა.
სასწავლებლების კადეტებმა ერთმანეთს პრეზენტაციის ფორმატში გააცნეს თავიანთი ქვეყნები, ქალაქები და ლიცეუმები.
პროექტის ფარგლებში კადეტები ჩაერთვნენ მრავალფეროვან სასწავლო აქტივობებში, ინგლისურენოვან ქვიზებსა და ონლაინ სასწავლო თამაშში- “Kahoot”. ვიზუალური მასალებით გამდიდრებული თამაში ხელს უწყობს კადეტთა ინგლისური ენის უნარების განვითარებას. პირველი ადგილი თამაშში- “Kahoot” ქართველმა კადეტმა მარიამ გურულმა, ხოლო ქვიზებში უკრაინელმა კადეტმა დანილო მელნიკმა დაიკავა.
ერთობლივ პროექტში ჩართულები ვიყავით კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირველი და მეორე სასწავლო კურსების 15 კადეტი. პროექტზე ვმუშაობდით პედაგოგები: ეკა მურუსიძე, ფიქრია ცერცვაძე, იზაბელა კილასონია და ბესიკ მაჩიტაძე.
No comments:
Post a Comment