11/04/2024

ტრენინგი "გეოსაინფორმაციო სისტემები სამხედრო ტოპოგრაფიაში"

      სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით Teams-ის პლატფორმაზე 3-10 აპრილის ჩათვლით გავიარე დისტანციური კურსი "გეოსაინფორმაციო სისტემები სამხედრო ტოპოგრაფიაში".

       კურსის მიზანი იყო გეოინფორმაციული სისტემების გამოყენება ტოპოგეოდეზიური ამოცანების გადაწყვეტისას.

      ტრენინგს უძღვებოდა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის, სწავლების და მხარდაჭერის ჯგუფის გეოინფორმაციული სისტემების ინსტრუქტორი.გოჩა ჭიღლაძე.

ტრენინგის განმავლობაში შევისწავლეთ "Google Earth" -ისა და ArcGis-ის პროგრამები.

07/03/2024

ქართველი გმირი

 


          ჩემმა სადამრიგებლო ჯგუფმა, I სასწავლო კურსის I სასწავლო ჯგუფის კადეტებმა სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში „ქართველი გმირები“  ღონისძიება წარმოადგინეს. 

         ღონისძიებას ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ლიცეუმის დირექცია, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და I სასწავლო კურსის კადეტები ესწრებოდნენ. 

        თეატრალური ჩანართებით წარმოდგენილი ღონისძიება თანამედროვე პერიოდის ქართველ გმირს, მუხრან შუკვანს მიეძღვნა.  კადეტებმა თანატოლებს მუხრან შუკვანის ბიოგრაფია გააცნეს, ისაუბრეს მისი სამხედრო მისიებში მონაწილეობისა და გმირობის შესახებ. 




24/02/2024

გასვლითი გაკვეთილი

 


    I სასწავლო კურსის I სასწავლო ჯგუფთან ჩავატარე გასვლითი გაკვეთილი თემაზე „მდგრადი ტურიზმი საქართველოში“  - ამ თემაზე დაგეგმილი გაკვეთილის ფარგლებში კადეტები იმყოფებოდნენ სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე.

გაკვეთილის მიზანი:

  • სათაფლიის დაცული ტერიტორიის დათვალიერებით შეძლებენ გეოგრაფიული გარსის გეოსფეროებს შორის ურთიერთკავშირის დამყარებას.
  • მოსწავლეები გაანალიზებენ რა გავლენას მოახდენს ბუნებრივი პირობები ადამიანთა სამეურნეო ცხოვრებაზე და ჯანმრთელობაზე.
  • მოსწავლეები გაათვისცნობიერებენ როგორ შევინარჩუნოთ გეოგრაფიული გარსის მთლიანობა ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით. 



28/11/2023

eTwinning-ის პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია!

„ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“ 



    2023 წლის 27 ნოემბერს  სპეციალური მიწვევით დავესწარი მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში  გამართულ კონფერნეციას, რომელიც მიეძღვნა პროგრამა eTwinning-ის 10 წლის იუბილეს და 2023 წლის მთავარ თემას ხელოვნური ინტელექტის როლს განათლებაში. 

     კონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო ევროპის საბჭოს ციფრული ტრანსფოპრმაციისა და ელექრონული სწავლების განყოფილების ხელმძღვანელი ბ-ნი აჰმედ მურატ კილიჩი. 

  კონფერენცია ოფიციალურად გახსნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა,  ბერიკა შუკაკიძემ და eTwinnig-ის პროგრამის ხელმძღვანელმა ხატია მატკავამ. 

     კონფერენციის ფარგლებში eTwinning-ის პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით აქტიური თანამშრომლობისათვის გადმომეცა სერტიფიკატი, ხოლო სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ვარსკვლავი და სერტიფიკატი.

აგრეთვე დავესწარი საინტერესო სესიებს: 

1. მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში - ფასილიტატორი: ნატო ინგოროყვა განათლების ციფრული სახლისა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების პროგრამის მენეჯერი; სოციალურ-მეცნიერებათა დოქტორი.

2. ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებითი ძალა - ფასილიტატორი: დიმიტრი პოპოვი eTwinning-ის ამბასადორი (ინსტრუმენტები firefly.adobe.com   new.express.adobe.com)