18/10/2019

კონფერენცია "ნატო"


      2019 წლის 17 ოქტომბერს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ერთობლივი ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია ,,საქართველოს თავდაცვის ძალების როლი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსში (NATO) გაწევრიანებისათვის'' კადეტთა ლიცეუმის ბაზაზე ჩატარდა.

    კონფერენციას ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის დირექციის წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობა და აკადემიური პერსონალი, იუნკერები და კადეტები.
     კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 19 ნაშრომი, მათ  შორის ჩემიც  "საქართველოს გეოპოლიტიკურ-სტრატეგიული მდებარეობა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი (NATO)".


06/10/2019

სასწავლო ექსკურსია "გურია"


     სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში, სადამრიგებლო ჯგუფი, მესამე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის (XII-1) კადეტები ჩემი ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ სასწავლო ექსკურსიაზე გურიის მხარეში შემდეგი მარშრუტით: კურორტი ბახმარო, ნაბეღლავის მინერალურ წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა, შემოქმედის მონასტერი, ნატანები- "მინიატურების პარკი", შეკვეთილის "მუსიკალური პარკი", ჯიხეთის "სამების დედათა მონასტერი". კადეტები გაეცნენ გურიის მხარის ტურისტულ, კულტურულ და ეკონომიკურ პოტენციალს.