25/06/2021

გეოგრაფიის ტრენინგი წამყვანი მასწავლებლებისთვის

 

       2021 წლის 17 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით გავიარე ტრენინგი წამყვანი მასწავლებლებისთვის თემაზე "თვალსაჩინოების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე". ტრენინგი ჩატარდა დისტანციურ რეჟიმში Teams-ის პლატფორმის გამოყენებით. 12 საკონტაქტო საათი. ორგანიზატორი მასწავლებელთა პროფესიული მომზადების ეროვნული ცენტრი, ტრენერი მაია მაძღარაშვილი.

06/06/2021

74-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია

 

       ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აიპ "მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის" მიერ ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულ მოსწავლეთა 74-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაზე სამართალმცოდნეობისა და საერთაშორისო ურთიერთობის სექციაში წარმატებით მონაწილეობისათვის (თემის დაცვაში 20-დან 20 ქულა მიენიჭა, ჯამში 91 ქულა, თემა: "ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) და საქართველოს გეოპოლიტიკურ-სტრატეგიული მდებარეობა") გადაეცა სიგელი პირველი სასწავლო კურსის (X კლასის) კადეტს  გიორგი ბრუნჯაძეს, რომელმაც თემა დაიცვა ჩემი ხელმძღვანელობით.