11/04/2024

ტრენინგი "გეოსაინფორმაციო სისტემები სამხედრო ტოპოგრაფიაში"

      სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით Teams-ის პლატფორმაზე 3-10 აპრილის ჩათვლით გავიარე დისტანციური კურსი "გეოსაინფორმაციო სისტემები სამხედრო ტოპოგრაფიაში".

       კურსის მიზანი იყო გეოინფორმაციული სისტემების გამოყენება ტოპოგეოდეზიური ამოცანების გადაწყვეტისას.

      ტრენინგს უძღვებოდა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის, სწავლების და მხარდაჭერის ჯგუფის გეოინფორმაციული სისტემების ინსტრუქტორი.გოჩა ჭიღლაძე.

ტრენინგის განმავლობაში შევისწავლეთ "Google Earth" -ისა და ArcGis-ის პროგრამები.

07/03/2024

ქართველი გმირი

 


          ჩემმა სადამრიგებლო ჯგუფმა, I სასწავლო კურსის I სასწავლო ჯგუფის კადეტებმა სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში „ქართველი გმირები“  ღონისძიება წარმოადგინეს. 

         ღონისძიებას ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ლიცეუმის დირექცია, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და I სასწავლო კურსის კადეტები ესწრებოდნენ. 

        თეატრალური ჩანართებით წარმოდგენილი ღონისძიება თანამედროვე პერიოდის ქართველ გმირს, მუხრან შუკვანს მიეძღვნა.  კადეტებმა თანატოლებს მუხრან შუკვანის ბიოგრაფია გააცნეს, ისაუბრეს მისი სამხედრო მისიებში მონაწილეობისა და გმირობის შესახებ. 




24/02/2024

გასვლითი გაკვეთილი

 


    I სასწავლო კურსის I სასწავლო ჯგუფთან ჩავატარე გასვლითი გაკვეთილი თემაზე „მდგრადი ტურიზმი საქართველოში“  - ამ თემაზე დაგეგმილი გაკვეთილის ფარგლებში კადეტები იმყოფებოდნენ სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე.

გაკვეთილის მიზანი:

  • სათაფლიის დაცული ტერიტორიის დათვალიერებით შეძლებენ გეოგრაფიული გარსის გეოსფეროებს შორის ურთიერთკავშირის დამყარებას.
  • მოსწავლეები გაანალიზებენ რა გავლენას მოახდენს ბუნებრივი პირობები ადამიანთა სამეურნეო ცხოვრებაზე და ჯანმრთელობაზე.
  • მოსწავლეები გაათვისცნობიერებენ როგორ შევინარჩუნოთ გეოგრაფიული გარსის მთლიანობა ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით.