21/04/2016

პროექტი "Stop War And Military Conflicts"

უკრაინელი კადეტები ქუთაისში
,,eTwinning" პროგრამის ფარგლებში ჩავერთვე პროექტში Stop Wars and military conflicts, რომლის ავტორია უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმის ინგლისური ენის პედაგოგი ნატალია გოლუბევა. პროექტის სამუშაო ენა არის ინგლისური და რუსული. პროექტის ავტორთან ერთად დაიგეგმა ერთობლივი აქტივობები, რომლებიც განხორციელდა პორტალზე და ონლაინ რეჟიმში.
2016 წლის 11 თებერვალს შედგა  ჩვენი და ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმების კადეტთა და პედაგოგთა ონლაინ შეხვედრა. შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის და  მხარეებმა წარუდგინეს ერთმანეთს პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე თავიანთი ქვეყნის, ქალაქისა და სასწავლებლის შესახებ. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია რუსულ ენაზე.
ონლაინ-შეხვედრაზე  დაიბადა იდეა გაცვლითი ვიზიტებისა რადგანაც ლიცეუმებს ერთნაირი პროფილი აქვთ. ამის შესახებ პროექტის ავტორმა ნატალია გოლუბევამ და ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმის დირექციამ შემოგვთავაზა აპრილისა და მაისის თვეში გაცვლითი ვიზიტების განხორციელება.
ვიზიტი გაგრძელდა 4 დღე: 16 -20 აპრილი.

ვიზიტის ფარგლებში პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ლიცეუმის ექვსივე კათედრამ. უკრაინელი კადეტები აქტიურად იყვნენ ჩართული პროგრამის ყველა აქტივობაში. 


აღნიშნულმა პროექტის განხორციელებით მიღწეული იქნა შემდეგი შედეგები:
1.      კადეტები გაეცვნენ უკრაინასა და საქართველოში არსებულ კონფლიქტებს და იმსჯელეს იმის შესახებ, როგორ ავიცილოთ თავიდან შეიარაღებული კონფლიქტები, რაც კარგად აისახა ქართველი და უკრაინელი კადეტების მიერ შესრულებულ ნახატებში.
2.      სტუმრები გაეცვნენ ქუთაისის და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობებს სადაც ექსკურსია მძღოლობას უწევდნენ ქართველი კადეტები;
3. ჩატარდა ერთობლივი აქტივობები მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ინფორმატიკაში, გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებასა და ხელოვნებაში.
4.   კადეტებმა მოიძიეს ინფორმაცია უკრაინასა და საქართველოში მოღვაწე ცნობილი უკრაინელებისა და ქართველების შესახებ.
5.   პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო ორი ქვეყნის კულტურის ინტეგრაციას.
6.  პროექტის განხორციელებით კადეტებს განუვითარდათ  კომუნიკაციის, კვლევის, თანამშრომლობის, პრეზენტაციის, დისკუსიის, ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები.