ჩემი სკოლა



მისამართი:
. ქუთაისი, ავტომშენებლის . #51 
ელ-ფოსტა: cml@mod.gov.ge
ვებ-გვერდი: https://cadet.mod.gov.ge/

 ლიცეუმი ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, სამხედრო მომზადებასა და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას საშუალო საფეხურზე  ეროვნული  და ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად
სწავლება  სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს. სასწავლებელი პანსიონური ტიპისაა და კადეტებს საცხოვრებელი პირობებით, სამედიცინო მომსახურებით, კვებით და სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს.
 ლიცეუმის მისიაა აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნება. დაამკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩამოუყალიბოს კადეტებს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, კულტურულ ფასეულებათა პატივისცემა, კადეტის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობის გაცნობიერება.
 ხელი შეუწყოს ინოვაციური, თანამშრომლობითი, სამართლიანი კონკურენციისა  და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობების შექმნას.
 ,,ეროვნული სასწავლო გეგმის, ,, ზოგადი განათლების შესახებ კანონის, ლიცეუმის წესდების და შინაგანაწესის დაცვით უზრუნველყოს თანაბარი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა. ლიცეუმის კადეტთა ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის ადაპტირება, სამხედრო და სამოქალაქო ასპარეზზე სამშობლოს სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებელად საფუძველის შექმნა.
ისტორია
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებით ქალაქ ქუთაისში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დაფუძნდა. 2010 წლის 13 სექტემბერს ლიცეუმი საზეიმოდ გაიხსნა.

2010 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, ახალი სასწავლო წლისათვის, მისაღები გამოცდების შედეგად ჩაირიცხა 300 კადეტი:
I სასწავლო კურსზე (X კლასი) 200 კადეტი;
II სასწავლო კურსზე (XI კლასი) 100 კადეტი.
2011 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, ახალი სასწავლო წლისათვის, მისაღები გამოცდების შედეგად, I სასწავლო კურსზე (X კლასი) ჩაირიცხა 110 კადეტი.
2012 წლის 1 ივლისს შედგა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულთა I გამოშვება. ლიცეუმი დაამთავრა 78-მა კადეტმა.
2012 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, ახალი სასწავლო წლისათვის, მისაღები გამოცდების შედეგად, I სასწავლო კურსზე (X კლასი) ჩაირიცხა 120 კადეტი
2013 წლის 1 ივლისს შედგა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულთა II გამოშვება. ლიცეუმი დაამთავრა 89 კადეტმა, რომელთაგან 4 წარჩინებულ კადეტს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში გადაეცათ ვერცხლის მედლები.
2013 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, ახალი სასწავლო წლისათვის, მისაღები გამოცდების შედეგად, I სასწავლო კურსზე (X კლასი) ჩაირიცხა 120 კადეტი.
2014 წლის 3 ივნისს შედგა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულთა III გამოშვება. ლიცეუმი დაამთავრა 67 კადეტმა, რომელთაგან 10 წარჩინებულ კადეტს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში გადაეცათ 6 ოქროსა და 4  ვერცხლის მედალი.
2014  წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, ახალი სასწავლო წლისათვის, მისაღები გამოცდების შედეგად, I სასწავლო კურსზე (X კლასი) ჩაირიცხა 120 კადეტი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 15 სექტემბრის  №72  ბრძანებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კადეტთა სამხედრო ლიცეუმს მიენიჭა ,,გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი“ და 15 სექტემბერი დაწესდა ლიცეუმის დღედ.
2015 წლის 11 ივნისს შედგა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულთა IV გამოშვება. ლიცეუმი დაამთავრა 84 კადეტმა, რომელთაგან 5  წარჩინებულ კადეტს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში გადაეცათ 4 ოქროსა და 1  ვერცხლის მედალი.
2015  წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, ახალი სასწავლო წლისათვის, მისაღები გამოცდების შედეგად, I სასწავლო კურსზე (X კლასი) ჩაირიცხა 126 კადეტი.
2016 წლის 24 ივნისს შედგა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულთა V გამოშვება. ლიცეუმი დაამთავრა 72 კადეტმა, რომელთაგან 6 წარჩინებულ კადეტს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში გადაეცათ 2 ოქროსა და 4  ვერცხლის მედალი.
2016  წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, ახალი სასწავლო წლისათვის, მისაღები გამოცდების შედეგად, I სასწავლო კურსზე (X კლასი) ჩაირიცხა 126 კადეტი, მათ შორის 8 გოგო 118 ბიჭი.



No comments:

Post a Comment