19/11/2017

ტრენინგი "ევროპა ჩემს გაკვეთილზე"

     2017 წლის 19 ნოემბერს გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი "ევროპა ჩემს გაკვეთილზე". ტრენინგი მოიცავდა 6 საკონტაქტო და 6 არასაკონტაქტო საათს (0,5 კრედიტქულა). ტრენერი - ქალბატონი ნანა არბოლიშვილი.


18/11/2017

ხარისხის ნიშნის მინიჭება

       eTwinning პორტალზე უკრაინელ კოლეგასთან ერთად შექმნილმა პროექტმა "The last school bell in my school" მიიღო ეროვნული ხარისხის ნიშანი.


09/11/2017

პროექტის პრეზენტაცია

   
     2017 წლის 8 ნოემბერს კადეტთა კლუბში სადამრიგებლო ჯგუფის კადეტებმა (პირველი სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფი) ლიცეუმის კლუბში მოახდინეს პროექტის პრეზენტაცია, ამავდროულად გაუზიარეს შთაბეჭდილებები ექსკურსიისა და პროექტის შესახებ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ლიცეუმის პირველ კურსელები, დირექცია, მასწავლებლები და ოფიცერ-სერჟანტები.

Сделано на Padlet