უკრაინელი კადეტები ქუთაისში
,,eTwinning" პროგრამის ფარგლებში ჩავერთვე პროექტში „Stop Wars and military conflicts“ ,
რომლის ავტორია უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმის ინგლისური ენის
პედაგოგი ნატალია გოლუბევა. პროექტის სამუშაო ენა არის ინგლისური და
რუსული. პროექტის ავტორთან ერთად დაიგეგმა ერთობლივი აქტივობები, რომლებიც
განხორციელდა პორტალზე და ონლაინ რეჟიმში.
ონლაინ-შეხვედრაზე დაიბადა იდეა გაცვლითი ვიზიტებისა რადგანაც
ლიცეუმებს ერთნაირი პროფილი აქვთ. ამის შესახებ პროექტის ავტორმა ნატალია
გოლუბევამ და ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმის დირექციამ შემოგვთავაზა აპრილისა და
მაისის თვეში გაცვლითი ვიზიტების განხორციელება.
ვიზიტი გაგრძელდა 4 დღე: 16 -20 აპრილი.
აღნიშნულმა პროექტის განხორციელებით მიღწეული იქნა
შემდეგი შედეგები:
1.
კადეტები გაეცვნენ უკრაინასა
და საქართველოში არსებულ კონფლიქტებს და იმსჯელეს იმის შესახებ, როგორ ავიცილოთ
თავიდან შეიარაღებული კონფლიქტები, რაც კარგად აისახა ქართველი და უკრაინელი
კადეტების მიერ შესრულებულ ნახატებში.
3. ჩატარდა ერთობლივი აქტივობები
მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ინფორმატიკაში, გეოგრაფიაში, სამოქალაქო
განათლებასა და ხელოვნებაში.
5. პროექტის განხორციელებამ ხელი
შეუწყო ორი ქვეყნის კულტურის ინტეგრაციას.
6. პროექტის განხორციელებით
კადეტებს განუვითარდათ კომუნიკაციის,
კვლევის, თანამშრომლობის, პრეზენტაციის, დისკუსიის, ისტ-ის გამოყენების
უნარ-ჩვევები.