19/06/2017

საატესტატო გამოცდები 2017

      2017 წლის 19 თებერვალს XI კლასში ჩატარდა სკოლის გამოსაშვები (საატესტატო) გამოცდა გეოგრაფიაში. 
     გამოცდა ლიცეუმიდან ჩააბარა 84-მა კადეტმა, ხოლო ჩემმა 45-მა კადეტმა. ყველამ აჩვენა უმაღლესი შედეგი, ყველაზე დაბალი შეფასება დაიწერა 8,0 ქულა. 

  • 9,5 ქულა და მეტი - 24 კადეტი
  • 8,5-9,49 ქულა - 16 კადეტი
  • 8,0 - 8,49 ქულა - 5 კადეტი

04/06/2017

საერთაშორისო კონფერენცია

 

  2017 წლის 3-4 ივნისს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მხარდაჭერით, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია გეოგრაფიაში "გეოგრაფიული მეცნიერება გლობალურ კონტექსტში: მიღწევები და გამოწვევები". კონფერენცია წარიმართა ორ ჯგუფში ფიზიკური გეოგრაფიისა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით.
 კონფერენციის ფარგლებში მოხსენებები წარმოადგინეს ქუთაისის, თბილისისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების, საქართველოს გეოგრაფიის ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საზღვარგარეთის (უკრაინა, უნგრეთი, შვედეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, ირანი) ცნობილი უმაღლესი სასწავლებლების გეოგრაფებმა.
 კონფერენციაზე მოხსენება გავაკეთე მეც თემაზე "ქუთაისის მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობისა და მიგრაციული ქცევის ანალიზი". ქუთაისის მოსახლეობამ  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მნიშვნელოვანი კლება განიცადა. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრეთათვის.