29/12/2017

მადლობა


  სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანება #381-ით სამსახურეობრივი საქმიანობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის გამომეცხადა მადლობა.

11/12/2017

eTwinning ტრენინგი


    2017 წლის 8-10 დეკემბერს გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 15 საათიანი ტრენინგი "eTwinning სივრცეში პროექტების ეფექტური მართვა". 
ტრენინგის მიზანი: 
  • eTwinning პორტალზე სასწავლო პროექტების დაგეგმვის და  მართვის გზების გაცნობა;
  • პროგრამის ფარგლებში  ინიცირებულ პროექტებზე მუშაობისათვის  ონლაინ ინტრუმენტების გაცნობა;
  • რას ნიშნავს ხარისხის ნიშანი eTwinning პორტალზე;
  • განასხვავებთ  ეროვნულ და ევროპულ ნიშანს;
  • ისწავლით eTwinning პორტალზე ონლაინ ივენთების დაგეგმვას, მომზადებას და წარმართვა;
  • შეძლებეთ სრულყოფილი მენეჯმენტი გაუწიოთ  თქვენ მიერ ინიცირებულ პროექტებს.
ამავდროულად შევისწავლეთ ონლაინ ინსტრუმენტები:

  • Google calendar
  • Google Hangouts
  • Postermywall.com
  • Skype
  • Pixton.com
  • Spokentext.com
  • Biteable.com
  • Lightshot
  • Tricider.com
  • Doodle.com
  • Google Maps


06/12/2017

სამოდელო გაკვეთილი

     2017 წლის 6 დეკემბერს ჩემს სადამრიგებლო ჯგუფში, მეათე კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი თემაზე "რატომ ევროკავშირი?!". გაკვეთილის ტიპი იყო პრობლემაზე ორიენტირებული. მისი მთავარი მიზანი იყო კადეტებს (მოსწავლეებს) ემსჯელათ, გაეანალიზებიათ ევროკავშირის დადებით და უარყოფით მხარეები, არგუმენტირებულად ემსჯელათ ევროკავშირის შესახებ საქართველოში არსებული მცდარი შეხედულებების შესახებ. გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად. რაიმე მნიშვნელოვან დაბრკოლებას ადგილი არ ჰქონია. 






 













03/12/2017

მეხუთე ეროვნული კონფერენცია

 
2017 წლის 2 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით თბილისში სასტუმრო "Hualing Preference"-ში ჩატარდა მასწავლებელთა მეხუთე ეროვნული კონფერენცია თემაზე "მდგრადი განვითარება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში". კონფერენციაზე როგორც გამარჯვებულმა თემამ "განათლება მდგრადი განვითარებისათვის", ჩემს კოლეგასთან ერთად წარმოვადგინე მოხსენება.