მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში 2018 წლის 10 დეკემბერს წარმატებით ჩავატარე გარე დაკვირვების გაკვეთილი თემაზე "ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია". მომენიჭა 4 კრედიტქულა.
27/12/2018
21/12/2018
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა
2018-2019 სასწავლო წლის გეოგრაფიის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ჩემი მოსწავლეებიდან მონაწილეობა მიიღო 8 კადეტმა (ორი XII კლასელი და 6 XI კლასელი). პირველ ტურში ბარიერი ვერ გადალახა მხოლოდ ერთმა კადეტმა, ხოლო მეორე ტურში გადავიდა ორი მეთორმეტე კლასელი მოსწავლე (არჩილ ქიმუცაძე და ირაკლი დოგრაშვილი).
09/11/2018
სასწავლო ექსკურსია რიონჰესზე
2018 წლის 8 ნოემბერს კადეტთა სამხედრო
ლიცეუმის მეორე სასწავლო კურსის მეორე სასწავლო ჯგუფი ჩემი ხელმძღვანელობით იმყოფებოდა სასწავლო ექსკურსიაზე რიონის ჰიდროელექტრო
სადგურის სათავე ნაგებობაზე და ქვესადგურზე.
ჰიდროელექტრო სადგურის ისტორიის, მუშაობის პრინციპზე,
მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკაში კადეტებს ესაუბრათ ს.ს. ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომელი
ბატონი დავით მესხი.
25/10/2018
ხარისხის ნიშანი
eTwinning პორტალზე არსებულ პროექტში "The last bell in
my school" აქტიური ჩართულობისთვის და განხორციელებული აქტივობებისთვის კადეტთა
სამხედრო ლიცეუმი დაჯილდოვდა ევროპული ხარისხის ეტიკეტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობები შეფასდა უმაღლეს ევროპულ დონეზე.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს კადეტთა
სამხედრო ლიცეუმის მასწავლებლის ტატიანა პროკუდინას და ჩემი ავტორობით.
08/10/2018
სასწავლო ექსკურსია "შიდა ქართლის მხარეში"
ჩემ სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად, პროექტ „შეიცანი საქართველო შენი“-ს ფარგლებში, ვიმყოფებოდით სასწავლო ექსკურსიაზე შიდა ქართლის მხარეში, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში.
კადეტებმა მოინახულეს ქვათახევისა და სოფელ მეტეხის ღვთიშობლის სახელობის მონასტერები, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი. აგრეთვე იმყოფებოდნენ სოფელ შინდისში და პატივი მიაგეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული „შინდისის გმირების“ ხსოვნას.
კადეტებმა მოინახულეს ქვათახევისა და სოფელ მეტეხის ღვთიშობლის სახელობის მონასტერები, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი. აგრეთვე იმყოფებოდნენ სოფელ შინდისში და პატივი მიაგეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული „შინდისის გმირების“ ხსოვნას.
პროექტი „შეიცანი საქართველო შენი“ ხელს უწყობს კადეტებმა გაიგონ უფრო მეტი სამშობლოს შესახებ, რაც გაუღვივებს და აუმაღლებს მათ პატრიოტულ სულისკვეთებას.
05/10/2018
24/08/2018
ტრენინგი "აქტიური სწავლება გეოგრაფიაში"
2018 წლის 20-23 აგვისტოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში გავიარე ტრენინგი მოდული 4 "აქტიური სწავლება გეოგრაფიაში". ტრენერი - ქ-ნი მაია ბლიაძე. ტრენინგი მოიცავდა 24 საკონტაქტო და 26 არასაკონტაქტო საათს.
მიზნები:
მიზნები:
- მოსწავლეზე ორიენტრებული კონკრეტული სასწავლო სტრატეგიების, მეთოდებისა და მიდგომების შესწავლა;
- კვლევაზე, პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული სწავლების შესწავლა და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში;
- სხვადასხვა სტრატეგიების მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში შეფასების გამოყენების გაცნობა-შესწავლა;
- ისტ-ის გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე;
- გაკვეთილის გეგმის შექმნა თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით.
ტრენინგზე ვისწავლე და მივიღე ბევრი სიახლე, აქ მიღებულ ცოდნას შევეცდები აქტიურად გამოვიყენო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში და გავუზიარო კოლეგებს.
16/06/2018
საატესტატო გამოცდები
2018 წლის 12 ივნისს მე-11 კლასმა გეოგრაფიაში ჩააბარა გამოსაშვები საატესტატო გამოცდები. ყველა ჩემმა კადეტმა წარმატებით დაძლია ბარიერი.
04/06/2018
სასწავლო ექსკურსია "სამცხე-ჯავახეთი"
2018 წლის 2 ივნისს სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად პროექტ "შეიცანი საქართველო"-ს ფარგლებში ვიმყოფებოდით სამცხე-ჯავახეთში მარშრუტი _ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია-საფარის სამონასტრო კომპლექსი-რაბათის ციხე-ჩითახევის მონასტერი (მწვანე მონასტერი).
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეები ადგილზე გაცნობოდნენ მხარის ფიზიკურ-გეოგრაფიულ მდებარეობას, ეკონომიკას, ტურიზმსა და ისტორიას.
26/04/2018
ლექცია "საქართველოს გეოპოლიტიკა და რუსეთი"
2018 წლის 26 აპრილს კადეტთა სამხედრო
ლიცეუმის კლუბში პირველ და მეორე სასწავლო
კურსის (X-XI კლასი) კადეტებს წავუკითხე ლექცია თემაზე „საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და
რუსეთი“. ლექციის მიზანი იყო კადეტები გაცნობოდნენ საქართველოს თანამედროვე გეოპოლიტიკურ
სტრატეგიულ მდებარეობას და რუსეთის შემაფერხებელ ფაქტორს.
ლექციამ, რომელმაც
კადეტთა დიდი ინტერესი გამოიწვია, კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.
19/02/2018
ტრენინგი "პრაქტიკის კვლევა"
2018 წლის 18-19 თებერვალს, აშშ-ს საელჩოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ქუთაისის "ამერიკის კუთხე"-ში ჩატარდა ტრენინგ კურსი "პრაქტიკის კვლევა". ტრენინგი მოიცავდა 8 საკონტაქტო საათს. ტრენერი - ელისაბედ დუაძე.
12/02/2018
ონლაინ შეხვედრა
დღეს, ,,eTwinning“-ის პროგრამის ფარგლებში, ლიცეუმის მასწავლებელთა და კადეტთა ონლაინ შეხვედრა შედგა ზაპოროჟიეს (უკრაინა) სამხედრო- სპორტული ლიცეუმის კადეტებთან და მასწავლებლებთან.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და კითხვა-პასუხი რეჟიმში წარიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს I და II სასწავლო კურსის კადეტებმა (ხელმძღვანელები: ეკა მურუსიძე, ბესიკ მაჩიტაძე, იზა ნიკოლაიშვილი).
03/02/2018
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა
2017-2018 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, გეოგრაფიაში მეორე ტურში გაიმარჯვა და მესამე ტურში, 36 ქულით გადავიდა ჩემი ერთი მეორე (XI კლასი) კურსის კადეტი არჩილ ქიმუცაძე.
Subscribe to:
Posts (Atom)