2019 წლის 18 ოქტომბერს, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
27/12/2019
18/10/2019
კონფერენცია "ნატო"
2019 წლის 17 ოქტომბერს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის
აკადემიისა და სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის
ერთობლივი ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია ,,საქართველოს
თავდაცვის ძალების როლი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსში (NATO) გაწევრიანებისათვის''
კადეტთა ლიცეუმის ბაზაზე ჩატარდა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 19 ნაშრომი, მათ შორის ჩემიც "საქართველოს გეოპოლიტიკურ-სტრატეგიული მდებარეობა და ჩრდილო ატლანტიკური
ალიანსი (NATO)".
საქართველოს გეოპოლიტიკურ-სტრატეგიული მდებარეობა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი (NATO) from Besik Machitadze
06/10/2019
სასწავლო ექსკურსია "გურია"
სადამრიგებლო პროგრამის
ფარგლებში, სადამრიგებლო ჯგუფი, მესამე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის
(XII-1) კადეტები ჩემი ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ სასწავლო ექსკურსიაზე გურიის მხარეში
შემდეგი მარშრუტით: კურორტი ბახმარო, ნაბეღლავის მინერალურ წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა,
შემოქმედის მონასტერი, ნატანები- "მინიატურების პარკი", შეკვეთილის
"მუსიკალური პარკი", ჯიხეთის "სამების დედათა მონასტერი". კადეტები
გაეცნენ გურიის მხარის ტურისტულ, კულტურულ და ეკონომიკურ პოტენციალს.
27/09/2019
სტატუსის მინიჭება
2019 წლის 27 სექტემბერს მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
16/09/2019
2019-2020 სასწავლო წელი
2019 წლის 16 სექტემბერს დაიწყო ახალი, 2019-2020 სასწავლო წელი.
ვასწავლი პირველი (X კლასი) და მეორე (XI კლასი) სასწავლო კურსის ორ-ორ სასწავლო ჯგუფს. ამავდროულად ვარ მესამე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის (XII-1) დამრიგებელი.
სადამრიგებლო ჯგუფში ირიცხება 24 კადეტი: 6 გოგონა და 18 ვაჟი.
12/07/2019
ტრენინგი "Microsoft Office 365 "
2019 წლის 7, 8 და 12 ივლისს გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე "Microsoft Office 365 "- ის სერვისების გამოყენება სასწავლო პროცესში. ტრენერი - თეიმურაზ სახელაშვილი, ტრენინგი მოიცავდა 12 საკონტაქტო საათს.
13/06/2019
06/05/2019
ექსკურსია სამეგრელოს მხარეში
ჯვრის წყალსაცავზე ჰესის თანამშრომელმა კადეტებს გააცნო ელექტროსადგურის
ისტორია, ფიზიკური პარამეტრები და მისი მნიშვნელობა ქვეყნის ენერგო სისტემაში.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში კადეტებს სანაპირო
დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უმასპინძლეს. დაათვალიერეს აილენდის კლასის ხომალდები,
გემთსარემონტო ბაზა და სპეციალური აღჭურვილობა. კადეტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია
სანაპირო დაცვის ამოცანებისა და სიახლეების შესახებ.
გასვლითი ღონისძიება სადამრიგებლო პროექტის “შეიცან საქართველო
შენი“ ფარგლებში მოეწყო.
09/04/2019
ექსკურსია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში
დღეს, 9 აპრილს ჩემი ხელმძღვანელობით მეორე
სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის კადეტები (სადამრიგებლო ჯგუფი) იმყოფებოდნენ ნიკო ბერძენიშვილის
სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში. კადეტები გაეცვნენ მუზეუმის საგამოფენო
დარბაზში არსებულ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის ამსახველ ფოტო-დოკუმენტურ მასალას,
აგრეთვე დაათვალიერეს მუზეუმში არსებული არქეოლოგიურ-ისტორიული ექსპონატები.
ქუთაისის სახელმწიფო
ისტორიული მუზეუმი საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო
ცენტრია. მის ფონდებში დაცულია 230 ათასზე მეტი კოლექცია და ექსპონატი.
06/04/2019
ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"
6 აპრილს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტში, სსიპ საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა
და „რა? სად? როდის იმერეთის ინტელექტ კლუბის ორგანიზებით გაიმართა NATO-ს დაარსებიდან
70 წლისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, სადაც ასაკის შეუზღუდავად
მონაწილეობა მიიღო იმერეთის რეგიონის 29 გუნდმა, მათშორის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის
გუნდმაც (ლ.უკლება, გ.გოგია, გ.გადელია, ნ.ქვარიანი, ლ.შამუგია, ა.ქიმუცაძე). ინტელექტუალური
თამაშში ყველა კითხვა ნატო-ევროკავშირს შეეხებოდა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გუნდს
ჟიურისგან გადაეცა სპეციალური პრიზი.
11/02/2019
სასწავლო ექსკურსია საირმეში
მეორე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფი პროექტ
„საქართველოს კურორტები და ბუნებრივი რესურსების“ ფარგლებში ჩემი ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ კურორტ საირმეში
(ხელმძღვანელები: ბესიკ მაჩიტაძე - გეოგრაფიის მასწავლებელი, ეკა მურუსიძე - ქიმიის
მასწავლებელი).
ექსკურსიის ფარგლებში კადეტებმა დაათვალიერეს „თერმული
სპა და ველნესი“, გაეცნენ იქ მიმდინარე გამაჯანსაღებელ პროცედურებს, რომელიც მიმდინარეობს
კურორტის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი თერმული და მინერალური წყაროებით, აგრეთვე
მოინახულეს სპა-ცენტრში არსებულ ახლადგახსნილი "მარილის ოთახი", რომელიც
სამკურნალო დანიშნულებისაა და გამოიყენება სასუნთქი ორგანოების სამკურნალოდ.
სასწავლო ექსკურსიის მიზანი იყო, კადეტებს მოეხდინათ სხვადასხვა
საგნის საგაკვეთილო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის ტრანსფერი, უკეთ შეეფასებინათ
საქართველოს პოტენციალი სხვადასხვა სფეროში: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი.
13/01/2019
Subscribe to:
Posts (Atom)