09/04/2019

ექსკურსია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში

დღეს, 9 აპრილს ჩემი ხელმძღვანელობით მეორე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის კადეტები  (სადამრიგებლო ჯგუფი) იმყოფებოდნენ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში. კადეტები გაეცვნენ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში არსებულ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის ამსახველ ფოტო-დოკუმენტურ მასალას, აგრეთვე დაათვალიერეს მუზეუმში არსებული არქეოლოგიურ-ისტორიული ექსპონატები.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია. მის ფონდებში დაცულია 230 ათასზე მეტი კოლექცია და ექსპონატი.





06/04/2019

ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"


       6 აპრილს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსიპ საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და „რა? სად? როდის იმერეთის ინტელექტ კლუბის ორგანიზებით გაიმართა NATO-ს დაარსებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, სადაც ასაკის შეუზღუდავად მონაწილეობა მიიღო იმერეთის რეგიონის 29 გუნდმა, მათშორის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გუნდმაც (ლ.უკლება, გ.გოგია, გ.გადელია, ნ.ქვარიანი, ლ.შამუგია, ა.ქიმუცაძე). ინტელექტუალური თამაშში ყველა კითხვა ნატო-ევროკავშირს შეეხებოდა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გუნდს ჟიურისგან გადაეცა სპეციალური პრიზი.