06/05/2019

ექსკურსია სამეგრელოს მხარეში

Image may contain: one or more people and outdoor
         ჩემი ხელმძღვანელობით, სადამრიგებლო ჯგუფი, მეორე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფი იმყოფებოდა სასწავლო ექსკურსიაზე სამეგრელოს მხარეში. კადეტებმა მოინახულეს ჯვრის (ენგური) წყალსაცავი, დადიანების სასახლე, ხობის მამათა მონასტერი და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზა.
 ჯვრის წყალსაცავზე ჰესის თანამშრომელმა კადეტებს გააცნო ელექტროსადგურის ისტორია, ფიზიკური პარამეტრები და მისი მნიშვნელობა ქვეყნის ენერგო სისტემაში.
         სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში კადეტებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უმასპინძლეს. დაათვალიერეს აილენდის კლასის ხომალდები, გემთსარემონტო ბაზა და სპეციალური აღჭურვილობა. კადეტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სანაპირო დაცვის ამოცანებისა და სიახლეების შესახებ.
      გასვლითი ღონისძიება სადამრიგებლო პროექტის “შეიცან საქართველო შენი“ ფარგლებში მოეწყო.


Image may contain: 3 people, outdoorImage may contain: 1 person, outdoor
Image may contain: 4 peopleImage may contain: 3 people
Image may contain: 1 person, outdoorImage may contain: 1 person, sky and outdoor