30/12/2020

კვლევა 2020-2021 ს.წ. I სემესტრი

       2020-2021     სასწავლო წლის I სემესტრში პირველი კურსის (X კლასის) კადეტებთან ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებთან დაკავშირებით "GOOGLE FORMS" - ის გამოყენებით ჩავატარე გამოკითხვა. გამოკითხვის მიზანია მომავალში კიდევ უფრო გავითვალისწინო კადეტთა ინტერესები და მოთხოვნები, რათა უფრო საინტერესო და ეფექტური გახდეს გეოგრაფიის გაკვეთილები.

















13/12/2020

ონლაინ "eTwinning" ტრეინინგი



     2020 წლის 9 - 13 დეკემბერს გავიარე eTwinning პორტალზე ონლაინ ტრენინგი "პროექტების დაგეგმვა web 2.0 ინსტრუმენტებით". 

    ტრენინგი სულ მოიცავდა 15 საათს, (8 საკონტაქტო და 7 არასაკონტაქტო). 

 ტრენინგი ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული მომზადების ცენტრისა და საქართველოს eTwinning გუნდის ორგანიზებითა და ხელშეწყობით. ტრენერი eTwinning-ის ამბასადორი საქართველოში ქალბატონი ნადია დაბრუნდაშვილი. ტრენინგის მიზანი იყო eTwinning პორტალზე პროექტების უკეთ შექმნისათვისა და დაგეგმისათვის web 2.0 ინსტრუმენტების შესწავლა. 
   ტრენინგის ფარგლებში სულ ვისწავლე შემდეგი ინსტრუმენტი.
  ყველა ეს ინსტრუმენტი ძალიან საინტერესო, მარტივი და პრაქტიკულია, მათი გამოყენება კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის Twinspace-ის პროექტებსა და დისტანციურ საგაკვეთილო პროცესებს.