პირველი სასწავლო კურსის კადეტებმა წარმოადგინეს თავიანთი მხარის, ქალაქისა და სოფლის შესახებ პრეზენტაციები. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი იყო 7 საუკეთესო პრეზენტაცია, რომელიც კომისიამ წინასწარ შეარჩია განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. კომისიის შემადგენლობაში მასწავლებელთან ერთად კადეტებიც შედიოდნენ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პირველი სასწავლო კურსის სასწავლო ჯგუფების ოთხწევრიან გუნდებს შორის შეჯიბრი გაიმართა. ინტელექტუალური შეჯიბრი, რომელიც ლოგიკურ აზროვნებასა და საკითხისადმი კონკრეტულ ცოდნას მოითხოვდა, ბუნების პირობებში თვითგადარჩენის საკითხებს შეეხებოდა. გამარჯვება მოიპოვა პირველი სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფის გუნდმა „არწივები“ .
პროექტის მიზანი საქართველოს სხვადასხვა მხარის ბუნების, კულტურის, ტრადიციის გაცნობა, კადეტებში შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარის განვითარება იყო.