04/12/2024

სასწავლო ექსკურსია სამეგრელოში

 


     2024 წლის 4 დეკემბერს ჩემ სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად (11-ა) სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებოდი სასწავლო ექსკურსიაზე სამეგრელოს მხარეში შემდეგ მარშრუტზე: დადიანების სასახლე - ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი - ნოქალაქევის მუზეუმი - სოფ. ბეთლემში დედამოკას თერმული წყლები - მარტვილის მონასტერი.

     ექსკურსიის მიზანია კადეტები გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა მხარის გეოგრაფიას, კულტურას, ისტორიასა და სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს.




22/11/2024

სამეცნიერო-პრაქტიკული კნფერენცია

       


          21 ნოემბერს საქართველოს ეროვნული თავდაცვიის ორგანიზებით აკადემიაში გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში საერთაშორისო სამეცნიერო-კონფერენცია “სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენცია”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და საზღვარგარეთის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწვლებლებმა.

     კონფერენციაზე ჩემ კოლეგებთან ერთად (თ.მარდალეიშვილი, ს.ცხელიშვილი, ე.კოხრეიძე) წარვადგინეთ თემა "ევროპული კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის როლი და მნიშვნელობა საქართველოს გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში".

კონფერენცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.


15/10/2024

ტრენინგი "მედიაწიგნიერება"

     2024 წლის 11-12 ოქტომბერს გავიარე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებული ტრენინგი მედიაწიგნიერების სწავლების ინტეგრირება სკოლებში. ტრენინგი ჩატარდა Teams-ის პლატფორმაზე, მოიცავდა 6 საკონტაქტო საათს. 

      ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და აქტუალური თანამედროვე პერიოდში.

07/10/2024

მასწავლებლის საერთაშორისო დღე

 


        მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტთა კლუბში გაიმართა მასწავლებელთა დაჯილდოება.

       ღონისძიების ფარგლებში 2023-2024 სასწავლო წელს როგორც საუკეთესო კლასის დამრიგებელს გადმომეცა გენერალ გიორგი კვინიტაძის სტატუა და საპატიო სიგელი.



16/09/2024

ახალი სასწავლო წელი

 

 2024 წლის 16 სექტემბერს დაიწყო ახალი 2024-2025 სასწავლო წელი. 

    ვასწავლი პირველი სასწავლო კურსის (X კლასი) ხუთ სასწავლო ჯგუფს, მეორე სასწავლო კურსის (XI კლასი) ოთხივე ჯგუფს და მესამე სასწავლო კურსის ყველა ჯგუფს. ამავდროულად ვარ მეორე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის (XI-1 კლასი) დამრიგებელი. 

       სადამრიგებლო ჯგუფში ირიცხება 24 კადეტი, 19 ვაჟი და 5 გოგონა.

11/04/2024

ტრენინგი "გეოსაინფორმაციო სისტემები სამხედრო ტოპოგრაფიაში"

      სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით Teams-ის პლატფორმაზე 3-10 აპრილის ჩათვლით გავიარე დისტანციური კურსი "გეოსაინფორმაციო სისტემები სამხედრო ტოპოგრაფიაში".

       კურსის მიზანი იყო გეოინფორმაციული სისტემების გამოყენება ტოპოგეოდეზიური ამოცანების გადაწყვეტისას.

      ტრენინგს უძღვებოდა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის, სწავლების და მხარდაჭერის ჯგუფის გეოინფორმაციული სისტემების ინსტრუქტორი.გოჩა ჭიღლაძე.

ტრენინგის განმავლობაში შევისწავლეთ "Google Earth" -ისა და ArcGis-ის პროგრამები.

07/03/2024

ქართველი გმირი

 


          ჩემმა სადამრიგებლო ჯგუფმა, I სასწავლო კურსის I სასწავლო ჯგუფის კადეტებმა სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში „ქართველი გმირები“  ღონისძიება წარმოადგინეს. 

         ღონისძიებას ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ლიცეუმის დირექცია, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და I სასწავლო კურსის კადეტები ესწრებოდნენ. 

        თეატრალური ჩანართებით წარმოდგენილი ღონისძიება თანამედროვე პერიოდის ქართველ გმირს, მუხრან შუკვანს მიეძღვნა.  კადეტებმა თანატოლებს მუხრან შუკვანის ბიოგრაფია გააცნეს, ისაუბრეს მისი სამხედრო მისიებში მონაწილეობისა და გმირობის შესახებ. 




24/02/2024

გასვლითი გაკვეთილი

 


    I სასწავლო კურსის I სასწავლო ჯგუფთან ჩავატარე გასვლითი გაკვეთილი თემაზე „მდგრადი ტურიზმი საქართველოში“  - ამ თემაზე დაგეგმილი გაკვეთილის ფარგლებში კადეტები იმყოფებოდნენ სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე.

გაკვეთილის მიზანი:

  • სათაფლიის დაცული ტერიტორიის დათვალიერებით შეძლებენ გეოგრაფიული გარსის გეოსფეროებს შორის ურთიერთკავშირის დამყარებას.
  • მოსწავლეები გაანალიზებენ რა გავლენას მოახდენს ბუნებრივი პირობები ადამიანთა სამეურნეო ცხოვრებაზე და ჯანმრთელობაზე.
  • მოსწავლეები გაათვისცნობიერებენ როგორ შევინარჩუნოთ გეოგრაფიული გარსის მთლიანობა ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით.