24/12/2025
გასვლითი გაკვეთილი
06/11/2025
ონლაინ ტრენინგი
2025 წლის 10 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით საერთაშორისო ოკეანის აკადემიისა და საქართველოს ოკეანის აკადემიის ორგანიზებით, Zoom -ის პლატფორმის საშუალებით გავიარე ონლაინ ტრენინგი ოკეანის წიგნიერების ამაღლება სკოლაში.
ტრენინგის ფარგლებში გავეცანი შემდეგ თემებს:
- ლურჯი ეკონომიკა
- საზღვაო ბიომრავალფეროვნება
- თევზჭერა და აკვაკულტურა
- მდგრადი განვითარების მიზნები
- ინოვაციები საზღვაო მეცნიერებაში.
10/10/2025
ინტერაქციული ლექცია "აფხაზეთი"
ლიცეუმის სამივე სასწავლო კურსის კადეტებისათვის ჩავატარე ინტერაქციული ლექცია
-„ჩვენ დავბრუნდებით“.
ლექციას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ
გოლეთიანი, დირექციის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და
კადეტები ესწრებოდნენ.
ინტერაქციული ხასიათის ლექცია - აფხაზეთის თემას შეეხებოდა. ლექცია
გაჯერებული იყო ფოტო-ვიდეო მასალებით და მიზნად ისახავდა კადეტთა ცნობიერების ამაღლებას
აფხაზეთის შესახებ.
16/09/2025
დაჯილდოება
15/09/2025
ახალი სასწავლო წელი
2025 წლის 15 სექტემბერს დაიწყო ახალი 2025-2026 სასწავლო წელი.
ვასწავლი პირველი სასწავლო კურსის (X კლასი) ხუთ სასწავლო ჯგუფს, მეორე სასწავლო კურსის (XI კლასი) ოთხივე ჯგუფს და მესამე სასწავლო კურსის ყველა ჯგუფს. ამავდროულად ვარ მესამე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის (XII-1 კლასი) დამრიგებელი.
სადამრიგებლო ჯგუფში ირიცხება 25 კადეტი, 19 ვაჟი და 6 გოგონა.
02/04/2025
სასწავლო ექსკურსია
2025 წლის 2 აპრილს ჩემ სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად (11-ა) სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებოდი სასწავლო ექსკურსიაზე გურიის რეგიონში შემდეგ მარშრუტზე: ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი - საქართველო მინიატურში - შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი.
ექსკურსიის მიზანია კადეტები გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა მხარის გეოგრაფიას, კულტურას, ისტორიასა და სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს.
20/03/2025
პროექტის-„ცერნის კვლევები და მისი გლობალური მნიშვნელობა“
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში შედგა პროექტის-„ცერნის კვლევები და მისი გლობალური მნიშვნელობა“ პრეზენტაცია.
პროექტი, რომელშიც II და III სასწავლო კურსის კადეტები იყვნენ ჩართულნი, სამი საგნის: ფიზიკა, ქიმია და გეოგრაფია ინტეგრირებით განხორციელდა. კადეტებმა მოიძიეს და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები ცერნის კვლევებსა და ამ კვლევების მნიშვნელობაზე.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: ეკა მურისიძე, თეა ქუთათელაძე და ბესიკ მაჩიტაძე.












.jpeg)



.jpg)






