16/09/2025

დაჯილდოება

 

      სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაარსებიდან 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის ლიცეუმის დირექციის წარდგინებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დავჯილდოვდი უწყებრივი მედლით "გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი".



15/09/2025

ახალი სასწავლო წელი

 

2025 წლის 15 სექტემბერს დაიწყო ახალი 2025-2026 სასწავლო წელი. 

    ვასწავლი პირველი სასწავლო კურსის (X კლასი) ხუთ სასწავლო ჯგუფს, მეორე სასწავლო კურსის (XI კლასი) ოთხივე ჯგუფს და მესამე სასწავლო კურსის ყველა ჯგუფს. ამავდროულად ვარ მესამე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის (XII-1 კლასი) დამრიგებელი. 

       სადამრიგებლო ჯგუფში ირიცხება 25 კადეტი, 19 ვაჟი და 6 გოგონა.