ლიცეუმის სამივე სასწავლო კურსის კადეტებისათვის ჩავატარე ინტერაქციული ლექცია
-„ჩვენ დავბრუნდებით“.
ლექციას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ
გოლეთიანი, დირექციის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და
კადეტები ესწრებოდნენ.
ინტერაქციული ხასიათის ლექცია - აფხაზეთის თემას შეეხებოდა. ლექცია
გაჯერებული იყო ფოტო-ვიდეო მასალებით და მიზნად ისახავდა კადეტთა ცნობიერების ამაღლებას
აფხაზეთის შესახებ.