02/04/2025

სასწავლო ექსკურსია

 


 2025 წლის 2 აპრილს ჩემ სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად (11-ა) სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებოდი სასწავლო ექსკურსიაზე გურიის რეგიონში შემდეგ მარშრუტზე: ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი - საქართველო მინიატურში - შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი.

     ექსკურსიის მიზანია კადეტები გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა მხარის გეოგრაფიას, კულტურას, ისტორიასა და სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს.






20/03/2025

პროექტის-„ცერნის კვლევები და მისი გლობალური მნიშვნელობა“

      კადეტთა სამხედრო ლიცეუმში შედგა პროექტის-„ცერნის კვლევები და მისი გლობალური მნიშვნელობა“ პრეზენტაცია. 

      პროექტი, რომელშიც  II და III სასწავლო კურსის კადეტები იყვნენ ჩართულნი, სამი საგნის: ფიზიკა, ქიმია და გეოგრაფია ინტეგრირებით განხორციელდა. კადეტებმა მოიძიეს და წარმოადგინეს  საინტერესო პრეზენტაციები ცერნის კვლევებსა და ამ კვლევების მნიშვნელობაზე. 

       პროექტს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: ეკა მურისიძე, თეა ქუთათელაძე და ბესიკ მაჩიტაძე.


 

04/12/2024

სასწავლო ექსკურსია სამეგრელოში

 


     2024 წლის 4 დეკემბერს ჩემ სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად (11-ა) სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებოდი სასწავლო ექსკურსიაზე სამეგრელოს მხარეში შემდეგ მარშრუტზე: დადიანების სასახლე - ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი - ნოქალაქევის მუზეუმი - სოფ. ბეთლემში დედამოკას თერმული წყლები - მარტვილის მონასტერი.

     ექსკურსიის მიზანია კადეტები გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა მხარის გეოგრაფიას, კულტურას, ისტორიასა და სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს.




22/11/2024

სამეცნიერო-პრაქტიკული კნფერენცია

       


          21 ნოემბერს საქართველოს ეროვნული თავდაცვიის ორგანიზებით აკადემიაში გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში საერთაშორისო სამეცნიერო-კონფერენცია “სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენცია”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და საზღვარგარეთის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწვლებლებმა.

     კონფერენციაზე ჩემ კოლეგებთან ერთად (თ.მარდალეიშვილი, ს.ცხელიშვილი, ე.კოხრეიძე) წარვადგინეთ თემა "ევროპული კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის როლი და მნიშვნელობა საქართველოს გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში".

კონფერენცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.