კონფერენცია ამერიკულ აკადემიაში
2016 წლის 23 და 24 აპრილის გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში, ამავე აკადემიის ორგანიზებით, თბილისში ამერიკის საელჩოს და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის მასწავლებლებისთვის კონფერენცია შემდეგ თემებზე:- მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის და მათემატიკის მნიშვნელობა;
- ჰუმანიტარული განათლების მნიშვნელობა;
- საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები;
- მოსწავლეების კვლევის უნარების განვითარება;
- პრაქტიკული კვლევა პროფესიული განვითარებისთვის;
- მასწავლებელის პროფესიული განვითარების ახალი პოლიტიკა.
- ელექტრონული გაკვეთილები
- საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტები
- ლიტერატურის სწავლება
- ქცევის მართვა
- ჰარკნესის მეთოდი
აღნიშნული კონფერენცია ყოველი წლის გაზაფხულზე იმართება, რაც მიზნად ისახავს პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარებას, სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლებს შორის კომუნიკაციას.
კონფერენციის ორგანიზებისათვის დიდ მადლობას ვუხდი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას თბილისში.
No comments:
Post a Comment