17/10/2016

„ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი”


          2016 წლის 14-17 ოქტომბერს კურორტ წყალტუბოში დავესწარი eTwinning-ის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია ,,ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი". კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ვორქშოფები ("ისტ=ტსი (ტექნოლოგია-საუკეთესო ინსპირაცია) ", „Digital Folder- etwinning-ის აქტივობებისთვის“,  საავტორო უფლებების დაცვა ციფრულ სამყაროში”  etwinning-ის პროექტების ეფექტური მართვა”).




 






09/10/2016

6 ოქტომბერი 2016 წელი

სასწავლო ექსკურსია


        მეორე სასწავლო კურსის (მეთერთმეტე კლასი) პირველი და მესამე სასწავლო ჯგუფის კადეტები პროექტ ,,რაჭის რეგიონის განვითარების პერსპექტივები" ფარგლებში ვიმყოფებოდით ექსკურსიაზე რაჭის რეგიონში (შაორი - ნიკორწმინდა- მაბროლაურის ღვინის ქარხანა -ბარაკონი. პროექტის მიზანი იყო შეეფასებინათ კადეტებს რაჭის ეკონომიკური რესურსები, რაჭის სოფლის მეურნეობის როლი საქართველოსთვის, განეხილათ მისი ეკონომიკური პოტენციალი. პროექტი იყო ინტეგრირებული გეოგრაფია, ქიმია და ისტორია.







24 სექტემბერი 2016 წელი

ხარისხის ნიშნის მინიჭება







       eTwinning პორტალზე არსებული პროექტში "WELCOME TO MY MARVELLOUS CITY" აქტიური ჩართულობისთვის მე და ამ პროექტში ჩართულ კადეტებს eTwinning პორტალისგან გადმოგვეცა ხარისხის ნიშანი.

22 სექტემბერი 2016 წელი

სადამრიგებლო პროექტი ,,გურია - ჯანმრთელობა და ტურიზმი"


         ჩემი სადამრიგებლო ჯგუფი III სასწავლო კურსის I სასწავლო ჯგუფი სადამრიგებლო ინტეგრირებული პროექტის (გეოგრაფია და დამრიგებელი - ბესიკ მაჩიტაძე, ქიმია - ეკა მურუსიძე, ბიოლოგია - დარეჯან კიკვაძე, ფიზიკა - ნინო ახვლედიანი) ,,გურია - ჯანმრთელობა და ტურიზმი" ფარგლებში გურიის რეგიონში ვიმყოფებოდით კურორტ ბახმაროში, კადეტები გაეცვნენ მინერალური წყლის ნაბეღლავის მოპოვებისა და ჩამოსხმის ტექნოლოგიას, დაათვალიერეს დიდი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზუმი, აგრეთვე შეკვეთილში მდებარე ,,საქართველო მინიატურებში" გამოფენა და ,,Black Sea Arena"-ს მუსიკალური პარკი. დაბა ურეკში შეაგროვეს მაგნიტური ქვიშა. ადგილზე ჩაატარეს კვლევა კლიმატურ მახასიათებლებზე და ფლორის ცვლილებაზე ზღვის დონიდან - 2050 მეტრ სიმაღლემდე.










 პროექტის შედეგი
  • კადეტები გაეცვნენ და შეისწავლეს გურიის მხარის როლს ქვეყნის მედიცინაში და ტურიზმში;
  • ადგილზე შეაფასეს გურიის მხარის ტურისტული პოტენციალი;
  • ნახეს თუ როგორ შეიცვალა ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად ატმოსფერული წნევა, ტემპერატურა, ტენიანობა და ფლორა;
  • გეოგრაფიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენეს პრაქტიკაში.









16 სექტემბერი 2016 წელი

კრედიტ ქულების მინიჭება


      "სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან" eTwinningplus-ის ფარგლებში, დამატებითი კრედიტ ქულების მოსაპოვებლად განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 04.04.2016 ბრძანება #279-ის შესაბამისად მომენიჭა 2 კრედიტ ქულა.

15 სექტემბერი 2016 წელი


    15 სექტემბერს დაიწყო ახალი 2016-2017 სასწავლო წელი. ვასწავლი პირველ (X კლასი) და მეორე (XI კლასი) სასწავლო კურსის ორ სასწავლო ჯგუფს, ამავდროულად ვარ მესამე (XII კლასი) სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის დამრიგებელი.