სადამრიგებლო პროექტი ,,გურია - ჯანმრთელობა და ტურიზმი"
ჩემი სადამრიგებლო ჯგუფი III სასწავლო კურსის I სასწავლო ჯგუფი სადამრიგებლო ინტეგრირებული პროექტის (გეოგრაფია და დამრიგებელი - ბესიკ მაჩიტაძე, ქიმია - ეკა მურუსიძე, ბიოლოგია - დარეჯან კიკვაძე, ფიზიკა - ნინო ახვლედიანი) ,,გურია - ჯანმრთელობა და ტურიზმი" ფარგლებში გურიის რეგიონში ვიმყოფებოდით კურორტ ბახმაროში, კადეტები გაეცვნენ მინერალური წყლის ნაბეღლავის მოპოვებისა და ჩამოსხმის ტექნოლოგიას, დაათვალიერეს დიდი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზუმი, აგრეთვე შეკვეთილში მდებარე ,,საქართველო მინიატურებში" გამოფენა და ,,Black Sea Arena"-ს მუსიკალური პარკი. დაბა ურეკში შეაგროვეს მაგნიტური ქვიშა. ადგილზე ჩაატარეს კვლევა კლიმატურ მახასიათებლებზე და ფლორის ცვლილებაზე ზღვის დონიდან - 2050 მეტრ სიმაღლემდე.
პროექტის შედეგი
- კადეტები გაეცვნენ და შეისწავლეს გურიის მხარის როლს ქვეყნის მედიცინაში და ტურიზმში;
- ადგილზე შეაფასეს გურიის მხარის ტურისტული პოტენციალი;
- ნახეს თუ როგორ შეიცვალა ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად ატმოსფერული წნევა, ტემპერატურა, ტენიანობა და ფლორა;
- გეოგრაფიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენეს პრაქტიკაში.
No comments:
Post a Comment