16/11/2016

16 ნოემბერი 2016 წელი

“eTwinning”-ი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში


2016 წლის 16 ნოემბერს ლიცეუმის კლუბში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე “eTwinning”- კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, რომელშიც მონაწილეობდნენ მეორე და  მესამე კურსის კადეტები: გიგი ფანჩვიძე, ვახტანგ მაზმიშვილი, გიორგი ნებაძე, გოგა ქვათაძე, ლუკა რევაზიშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, დავით ჭურაძე და დიმა სოსელია (პედაგოგები: ეკა მურუსიძე, ელენე ჯავახაძე, ბესიკ მაჩიტაძე). პრეზენტაციაზე კადეტებმა მე-10 კლასელებს გააცნეს 2015-2016 სასწავლო წელს “eTwinning”- პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები:  ,,Welcome to My Marvellous City”, ,,Stop Wars and Military Conflicts”.  ასევე ისაუბრეს 2016-2017 სასწავლო წელს აქტიური და
უკვე განხორციელებული პროექტების - ,,My City Day” და ,,European Day of Languages“ შესახებ. ორ პროექტს მიღებული აქვს ეროვნული ხარისხის ნიშანი ,,Welcome to My Marvellous City”, ,,Stop Wars and Military Conflicts, ხოლო პედაგოგები და კადეტები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერტიფიკატები. პროექტი ,,Stop Wars and Military Conflicts წარდგენილია “eTwinning”-ის ევროპულ კონკურსზე. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კადეტებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს “eTwinning”-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული  აქტივობების ამსახველი გამოფენა.
აღსანიშნავია, რომ “eTwinning”-ის პორტალზე დარეგისტრირებულია ლიცეუმის 12 მასწავლებელი.



No comments:

Post a Comment