12/12/2016

10-11 დეკემბერი 2016 წელი

მასწავლებელთა მეოთხე ეროვნული კონფერენცია



2016 წლის 10-11 დეკემბერსმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივიტ ჩატარდა მასწავლებელთა მეოთხე ეროვნული კონფერენცია სახელწოდებიტმოსწავლის გამჭოლი კომპენტეციის განვითარება “, ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს. კონფერენციას საჯარო და კერძო სკოლების 100-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.
კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნის 59-მა მასწავლებელმა წაიკითხა. მათ შორის მე და ჩემმა კოლეგამ ეკა მურუსიძემ წარვადგინეთ - თემა eTwinning- ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარებისათვის.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოცხადდამასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა 300-მდე განაცხადიდან 59 საუკეთესო მოხსენება შეარჩიეს.

No comments:

Post a Comment