16/02/2017

ონლაინ შეხვედრა კვიპროსთან

       2017 წლის 16 თებერვალს eTwinning -ის პროგრამის პროექტ Молодые Европейцы кто Вы? Młodzi Europejczycy kim Jesteście? ფარგლებში შედგა ონლან - შეხვედრა კვიპროსის .ლიმასოლის სკოლის - Pythagoras school LTD მე-10-11 კლასის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. შეხვედრა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე. (ხელმძღვანელები: .მურუსიძე, .ჩარკვიანი, .მაჩიტაძე) პროექტის მიზანია: ქვეყნის, ქალაქისა და სასწავლებლის წარდგენა სხვადასხვა ისტ ინსტრუმენტების გამოყენებით.
  eTwinning -ის პროგრამა ხელს უწყობს ენობრივი და ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარებას.






11/02/2017

ტრენინგი "მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო"


     2017 წლის 4-5 თებერვალს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში გავიარე ტრენინგი მოდული 2 "მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო - სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები". ტრენერი - ქ-ნი ნონა იოსელიანი. ტრენინგი  მოიცავდა 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათს. 

ტრენინგის მიზანი:
  • ტრენინგ-მოდული მიზია მონაწილეებს გააცნოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები და დაეხმაროს მათ,  დაკავშირონ მიღებული ცოდნ საკუთარ პრაქტიკას.
  • ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება სასწავლო მიზნების სწორად განსაზღვრასა და სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში. მონაწილეები ასევე გაეცნობიან შემაჯამებელი შეფასების სხვადასხვა ფორმებს, შეფასების რუბრიკის შექმნის წესსა და შეფასების პროცესში გასათვალისწინებელ უმთავრეს პრინციპებს.
  • მოდულში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობაზე და მის მიზნობრივად და ეფექტურად გამოყენებაზე სასწავლო პროცესში. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებს ეძლევათ განმავითარებელი შეფასების ტექნიკების მოდელირების შესაძლებლობა.
  • მოდული მონაწილეებს ასევე დაეხმარება შეფასების შედეგების გაანალიზებასა და სწავლების პროცესის მოდიფიცირებაში გენდერის, სოციალური განსხვავებებისა და განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით. 
ტრენინგიდან გამომდინარე შევძლებ:
  • შევქმნა გაზომვადი სასწავლო მიზნების ტაქსონომიები სასწავლო გეგმის შესაბამისად;
  •  განმსაზღვრელი შეფასების ძირითადი პრინციპების (ვალიდურობა, სანდოობა, გამჭვირვალობა და ობიექტურობა) იდენტიფიცირებას;
  • გამოვიყენო განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიები, რაც დამეხმარება, მოვახდინო დროული რეაგირება სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას და გავაუმჯობესო სწავლის შედეგები;
  • მოვამზადო და გავაანალიზო მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ამსახველი სანიმუშო გაკვეთილების გეგმები/სასწავლო ვიდეოები;
  • მოვახდინო სწავლების მოდიფიცირება გენდერის, სოციალური განსხვავებებისა და განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით.
     ტრენინგზე ვისწავლე და მივიღე ბევრი სიახლე, აქ მიღებულ ცოდნას შევეცდები აქტიურად გამოვიყენო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.