2017 წლის 4-5 თებერვალს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში გავიარე ტრენინგი მოდული 2 "მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო - სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები". ტრენერი - ქ-ნი ნონა იოსელიანი. ტრენინგი მოიცავდა 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათს.
ტრენინგის მიზანი:
- ტრენინგ-მოდულის მიზანია მონაწილეებს გააცნოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები და დაეხმაროს მათ, დაუკავშირონ მიღებული ცოდნა საკუთარ პრაქტიკას.
- ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება სასწავლო მიზნების სწორად განსაზღვრასა და სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში. მონაწილეები ასევე გაეცნობიან შემაჯამებელი შეფასების სხვადასხვა ფორმებს, შეფასების რუბრიკის შექმნის წესსა და შეფასების პროცესში გასათვალისწინებელ უმთავრეს პრინციპებს.
- მოდულში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობაზე და მის მიზნობრივად და ეფექტურად გამოყენებაზე სასწავლო პროცესში. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებს ეძლევათ განმავითარებელი შეფასების ტექნიკების მოდელირების შესაძლებლობა.
- მოდული მონაწილეებს ასევე დაეხმარება შეფასების შედეგების გაანალიზებასა და სწავლების პროცესის მოდიფიცირებაში გენდერის, სოციალური განსხვავებებისა და განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით.
- შევქმნა გაზომვადი სასწავლო მიზნების ტაქსონომიები სასწავლო გეგმის შესაბამისად;
- განმსაზღვრელი შეფასების ძირითადი პრინციპების (ვალიდურობა, სანდოობა, გამჭვირვალობა და ობიექტურობა) იდენტიფიცირებას;
- გამოვიყენო განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიები, რაც დამეხმარება, მოვახდინო დროული რეაგირება სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას და გავაუმჯობესო სწავლის შედეგები;
- მოვამზადო და გავაანალიზო მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ამსახველი სანიმუშო გაკვეთილების გეგმები/სასწავლო ვიდეოები;
- მოვახდინო სწავლების მოდიფიცირება გენდერის, სოციალური განსხვავებებისა და განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით.
No comments:
Post a Comment