2017 წლის 19 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით გავიარე eTwinning პორტალზე პირველი ონლაინ ტრენინგი "პროექტების დაგეგმვა web 2.0 ინსტრუმენტებით".
ტრენინგი სულ მოიცავდა 20 საათს, (12 საკონტაქტო და 8 არასაკონტაქტო).
ტრენინგი ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული მომზადების ცენტრისა და საქართველოს eTwinning გუნდის ორგანიზებითა და ხელშეწყობით. ტრენერი eTwinning-ის ამბასადორი საქართველოში ქალბატონი ხათუნა ციხელაშვილი.
ტრენინგის მიზანი იყო eTwinning პორტალზე პროექტების უკეთ შექმნისათვისა და დაგეგმისათვის web 2.0 ინსტრუმენტების შესწავლა.
ტრენინგის ფარგლებში სულ ვისწავლე 11 ინსტრუმენტი.
- Google Calendar
- www.wordclouds.com/
- www.photosnack.com/
- www.yudu.com/
- www.easel.ly/
- www.onlinecharttool.com/
- www.myhistro.com/
- creately.com/
- piktochart.com/
- www.playposit.com/
- www.edu.buncee.com/
ყველა ეს ინსტრუმენტი ძალიან საინტერესო, მარტივი და პრაქტიკულია, მათი გამოყენება კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის Twinspace-ის პროექტებს, აგრეთვე მათი გამოყენება შესაძლებელია ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესშიც. ტრენინგის განმავლობაში თითოეულ ინსტრუმენტზე შევქმენი 2-2 რესურსი.