03/04/2017

პირველი ქართული eTwinning ონლაინ ტრენინგი

     
     2017 წლის 19 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით გავიარე eTwinning პორტალზე პირველი ონლაინ ტრენინგი "პროექტების დაგეგმვა web 2.0 ინსტრუმენტებით". 
    ტრენინგი სულ მოიცავდა 20 საათს, (12 საკონტაქტო და 8 არასაკონტაქტო). 
 ტრენინგი ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული მომზადების ცენტრისა და საქართველოს eTwinning გუნდის ორგანიზებითა და ხელშეწყობით. ტრენერი eTwinning-ის ამბასადორი საქართველოში ქალბატონი ხათუნა ციხელაშვილი. ტრენინგის მიზანი იყო eTwinning პორტალზე პროექტების უკეთ შექმნისათვისა და დაგეგმისათვის web 2.0 ინსტრუმენტების შესწავლა. 
   ტრენინგის ფარგლებში სულ ვისწავლე 11 ინსტრუმენტი.
  1. Google Calendar 
  2.  www.wordclouds.com/
  3.  www.photosnack.com/ 
  4. www.yudu.com/
  5. www.easel.ly/ 
  6. www.onlinecharttool.com/ 
  7. www.myhistro.com/ 
  8. creately.com/
  9.  piktochart.com/
  10.  www.playposit.com/ 
  11. www.edu.buncee.com/

  ყველა ეს ინსტრუმენტი ძალიან საინტერესო, მარტივი და პრაქტიკულია, მათი გამოყენება კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის Twinspace-ის პროექტებს, აგრეთვე მათი გამოყენება შესაძლებელია ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესშიც. ტრენინგის განმავლობაში თითოეულ ინსტრუმენტზე შევქმენი 2-2 რესურსი. 


No comments:

Post a Comment