03/05/2017

ტრენინგი "სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისათვის"


2017 წლის 29-30 აპრილს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აშშ- ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში გავიარე ტრენინგი მოდული 3 „სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისათვის". ტრენერი - -ნი მაია მამისეიშვილი. ტრენინგი მოიცავდა 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათს
ტრენინგის მიზანი:
  • გაგვეცნობიერებინა სასწავლო პროცესის პოზიტიურად მართვის მნიშვნელობა;
  • გაგვეცნობიერებინა და შეგვესწავლა სტრატეგიები კარგად ორგანიზებული, თანამშრომლობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად;
  • გაგვეცნობიერებინა ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო, სტერეოტიპებისაგან თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნის მნიშვნელობა;
  • გამოგვიმუშავდეს დროის ეფექტურად მართვისათვის საჭირო პროფესიული უნარები მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად;
  • გავცნობოდით სტრატეგიებს, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქცევისა და სწავლის თვითმართვის უნარების განვითარებას და შესაბამისად, მათ მიერ საკუთარ ქმდებებზე პასუხისმგებლობის აღებას.

ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი, ინოვაციური, მივიღე ბევრი ახალი ინფორმაცია თანამედროვე, 21-ე საუკუნის სწავლების მეთოდები. ტრენერი კარგად, ენერგიულად და გასაგებად საუბრობდა, კარგად ჰქონდა ორგანიზებული ჯგუფურად, წყვილებში და ინდივიდუალურად მუშაობის ფორმები, მკაცრად იცავდა დროის ლიმიტს, ყოველთვის კორექტული იყო და ახერხებდა პოზიტიურ უკუკავშირის მოცემას.
ტრენინგმოდულის ბოლოს გავედი შემდეგ შედეგზე:
  • გამოვიყენო პოზიტიური, კარგად ორგანიზებული და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის ტრატეგიები ჩემს პრაქტიკაში;
  • დავნერგო თანამშრომლობითი სწავლის სტილი სასწავლო პროცესში, მოვამზადო, განვახორციელო და შევაფასო ჯგუფური მუშაობა;
  • ეფექტურად ვმართო სწავლა-სწავების პროცესში;
  • გამოვიყენო სათანადო სტრატეგიები მოსწავლეებში ქცევისა და სწავლის თვითმართვის უნარების განსავითარებლად;
  • ეფექტურად ვითანამშრომლო კოლეგებთან და შევასრულო კრიტიკული მეგობრის როლი;
  • ვაწარმოო პორტფოლიო.

ტრენინგზე მიღებული ცოდნა განსაკუთრებით დამეხმარება გავაცნობიერო თანამშრომლობითი კულტურისა და კრიტიკული მეგობრის როლი პროფესიული განვითარებისათვის, ამავდროულად ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება პროფესიული პორტფოლიოს წარმოებაში.

ტრენინგზე რაიმე განსაკუთრებულ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია. 

No comments:

Post a Comment