11/05/2017

სამოდელო გაკვეთილი

   

 2017 წლის 9 მაისს ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი მეათე კლასში (საგანი: მსოფლიოს გეოგრაფია, თემა - ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). გაკვეთილი ითვალისწინებდა წინა მასალის გამოკითხვასა და ახალი თემის ახსნას.
გაკვეთილი წარიმართა წინასწარ შედგენილი გაკვეთილის გეგმის შესაბამისად. მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს განვითარებოდათ ბეჭდური და ციფრული წიგნიერების უნარ-ჩვევები.
გაკვეთილი დავიწყე საშინაო დავალების გამოკითხვით - კითხვა-პასუხის რეჟიმით, შეკითხვებზე პასუხის მოსამზადებლად ჯგუფებს მივეცი დრო, მათ სათანადო მსჯელობითა და დასაბუთებით გასცეს პასუხი. აქტივობებისთვის დრო ზუსტად იყო განაწილებული, როგორც მოსწავლეები ისე მეც ძირითადად ვიცავდით დროის ლიმიტს. გაკვეთილის მთავარი მიზანი - მოსწავლეებს განვითარებოდათ ბეჭდური წიგნიერების უნარი, ჩემის აზრით მიღწეულ იქნა გაკვეთილზე მიცემული წასაკითხი თემის დამუშავებით, ანალიზითა და მოხსენება-პრეზენტაციის მომზადებით. გაკვეთილიდან გამომდინარე მოამზადეს საუკეთესო პრეზენტაციები. ჩემი დაკვირვებით ჯგუფური მუშაობისას ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული, ჩანდა თანამშრომლბითი მუშაობა. ახალი მასალის განმტკიცება მოვახდინე ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული სახალისო „ქვიზის“ საშუალებით. გაკვეთილის ბოლოს მთლიანად ჯგუფს და თითოეულ მომხსენებელს მივეცი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები, ხოლო მოსწავლეებმა წინასწარ მიცემული შეფასების სქემების საშუალებით მოახდინეს, თვითშეფასება და მომხსენებლების შეფასება, მინდა ავღნიშნო, რომ მათ გააკეთეს საკმაოდ ობიექტური შეფასებები.

Сделано на Padlet

No comments:

Post a Comment