დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო-სპორტულ
ლიცეუმს-“ზახისტნიკს“ შორის ონლაინ შეხვედრა შედგა.
სასწავლებლების კადეტებმა ერთმანეთს პრეზენტაციის ფორმატში გააცნეს
თავიანთი ქვეყნები, ქალაქები და ლიცეუმები.
პროექტის ფარგლებში კადეტები ჩაერთვნენ მრავალფეროვან სასწავლო
აქტივობებში, ინგლისურენოვან ქვიზებსა და ონლაინ სასწავლო თამაშში- “Kahoot”. ვიზუალური
მასალებით გამდიდრებული თამაში ხელს უწყობს კადეტთა ინგლისური ენის უნარების განვითარებას.
პირველი ადგილი თამაშში- “Kahoot” ქართველმა კადეტმა მარიამ გურულმა, ხოლო ქვიზებში
უკრაინელმა კადეტმა დანილო მელნიკმა დაიკავა.
ერთობლივ პროექტში ჩართულები ვიყავით კადეტთა
სამხედრო ლიცეუმის პირველი და მეორე სასწავლო კურსების 15 კადეტი. პროექტზე ვმუშაობდით პედაგოგები: ეკა მურუსიძე, ფიქრია ცერცვაძე, იზაბელა კილასონია
და ბესიკ მაჩიტაძე.