16/11/2022

კოლეგებთან თანამშრომლობა "როგორ შევქმნათ ბლოგი"

 


              პედაგოგებთან კოლეგიალობისა და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 2022 წლის 15 ნოემბრიდან დავიწყე საკუთარი გამოცდილების გაზიარება ბლოგის შექმნაში, ერთი თვის განმავლობაში კოლეგებს გავაცნობ ბლოგის დამზადებას-შექმნას, მასზე პროფესიული პორტფოლიოს განთავსებას. შეხვედრაში მონაწილეობას იღებს ლიცეუმის დაახლოებით 10-12 მასწავლებელი. შეხვედრები იმართება ლიცეუმის კომპიუტერულ ლაორატორიაში.

   აღნიშნული შეხვედრების აუცილებელი წინაპირობაა როგორც ჩემი, ასევე ჩემი კოლეგების პროფესიული განვითარებისა და სწავლება-სწავლის ხარისხის უზრუნველყოფა, საბოლოო ჯამში კი – სკოლის პრესტიჟისა და შემდგომი განვითარება.


29/10/2022

ტრენინგი "კონფლიქტების მართვა"

 
   2022 წლის 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრამდე საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით დისტანციურად MSTeams-პლატფორმის საშუალებით.
    ტრენინგის მიზანი იყო გავცნობოდთ სხვადასხვა დონის კონფლიქტების სტრუქტურის, შინაარსის და დინამიკის ძირითად კანონზომიერებებს, იმ ფსიქოლოგიურ თეორიებს, რომლებიც მიზნად ისახავს კონფლიქტის წარმოშობის მიზეზების ახსნას.  გარეგან პირობებს, კულტურის და თვით ჯგუფისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჯგუფებს შორის კონფლიქტის გამოწვევას ისეთი კონფლიქტების გაანალიზების, მოგვარების და პრევენციის საკითხებში, როგორიცაა: ინტერპერსონალური, ინტერჯგუფური, ოჯახური, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სახელმწიფოთაშორისი, ძალადობრივი კონფლიქტები.

  ტრენინგი მოიცავდა ასინქრონულ რეჟიმში 10სთ, სინქრონულ რეჟიმში 2 სთ. კურსის განმავლობაში ჩატარდა  2 ქვიზი.  დამოუკიდებლად მუშაობის ხანგრძლივობა - 25 სთ. ქვიზის ხანგრძლივობა მოიცავდა 15 წუთს.  

    ტრენინგის განმხორციელებელი ელინა შავდათუაშვილი- -სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის ფსიქოლოგი.

25/10/2022

ექსკურსია სამეგრელოს მხარეში

 

ჩემი სადამრიგებლო ჯგუფი (მესამე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფი) ჩემი ხელმძღვანელობით სადამრიგებლო პროგრამის და პრექტ „შეიცანი საქართველო შენის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე სამეგრელოს მხარეში.

კადეტებმა დაათვალიერეს ზუგდიდის დადიანების სასახლე, სოფ. ნოჯიხევის X-XI საუკუნის მონასტერი, ნოქალაქევის მუზეუმ ნაკრძალი, სოფ. ბეთლემის თერმული წყლები, სალხინოს დადიანების სასახლე და მარტვილის მამათა მონასტერი. 

       ექსკურსიის მიზანი იყო კადეტები გაცნობოდნენ სამეგრელოს მხარის ტურისტულ და ეკონომიკურ პერსპექტივებს. განუვითარდეთ ანალიზის, დასკვნის გაკეთების, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.



06/10/2022

მენტორის სტატუსის მინიჭება

 


    2022 წლის 9 ივნისს სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ წარდგინების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 4 ოქტომბრის N1225137 ბრძანებით  განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების ფარგლებში მომენიჭა მენტორი მასწავლებლის სტატუსი. 


15/09/2022

გილოცავთ ახალ სასწავლო წელს

 


 2022 წლის 15 სექტემბერს დაიწყო ახალი 2022-2023 სასწავლო წელი. 

    ვასწავლი პირველი სასწავლო კურსის (X კლასი) სამ სასწავლო ჯგუფს და მეორე სასწავლო კურსის (XI კლასი) ოთხ ჯგუფს. ამავდროულად ვარ მესამე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფის (XII-3 კლასი) დამრიგებელი. 

       სადამრიგებლო ჯგუფში ირიცხება 28 კადეტი, 22 ვაჟი და 6 გოგონა.

06/07/2022

ტრენინგი "განათლება მდგრადი განვითარებისათვის"

 


       2022 წლის 30 ივნისიდან - 5 ივლისის ჩათვლით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს ორგანიზებით, დისტანციურად Teams-ის პლატფორმის გამოყენებით, გავიარე ტრენინგი "განათლება მდგრადი განვითარებისათვის” . ტრენერი ქალბატონი თ.შავლაშვილი. ტრენინგი მოიცავდა 12 საკონტაქტო საათს.

20/06/2022

სერტიფიკატის გადაცემა

 


   ზოგადი უნარების სრული კურსის წარმატებით გავლის გამო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბატონ ბერიკა შუკაკიძემ გადმომცა სერტიფიკატი.

03/06/2022

დაჯილდოება

 


    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ათწლიანი უმწიკვლო სამსახურისთვის დავჯილდოვდი თავდაცვის სამინისტროს II ხარისხის მედლით.



24/05/2022

სასწავლო ექსკურსია გურიის მხარეში

 

  

ჩემმა სადამრიგებლომ, მეორე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფმა სადამრიგებლო პროგრამისა და პროექტ „შეიცანი საქართველო შენი“-ის ფარგლებში განახორციელეს სასწავლო ექსკურსია გურიის მხარეში. პროექტის მიზანი იყო:

ü  სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნის გაღრმავება, განმტკიცება და მოტივაციის ამაღლება

ü  სასკოლო გარემოში მიღებული ცოდნის ინტერპრეტირება პრაქტიკაში

ü  კადეტებმა შეძლონ შეფასება გურიის მხარის მნიშვნელობა საქართველოს ტურიზმში, ჯანდაცვაში და ეკონომიკაში

ექსკურსიის ფარგლებში კადეტები იმყოფებოდნენ კურორტ ნაბეღლავში კომპანია „წყალი მარგებელის“ კუთვნილ მინერალური წყლის ჩამოსასხმელ ქარხანაში, კადეტები გაეცნენ მინერალური წყლის წარმოების სრულ ციკლს.

აგრეთვე გურიის მხარეში კადეტები იმყოფებოდნენ ჯიხეთის დედათა მონასტერში, ნატანებში მდებარე „საქართველო მინიატურებში“ და შეკვეთილის „მუსიკალურ პარკში“.








24/04/2022

პროექტი "დარგე ხე, გადავარჩინოთ ბუნება"

       დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სადამრიგებლო ჯგუფში განვახორციელე პროექტი "დარგე ხე, გადავარჩინოთ ბუნება". პროექტის მიზანი იყო კადეტებს გაეთვიცნობიერებინათ საკუთარი წილი ბუნების, უფრო კონკრეტულად ტყის გადარჩენაში. გაეთავისებინათ ტყის როლი და მნიშვნელობა კლიმატის ცვლილებაში. "ჩელენჯის" მსგავსად მოუწოდეს ერთმანეთს ხის დარგვისკენ, შექმნეს პატარა ვიდეო კლიპი (გ.ადეიშვილი).

20/03/2022

ტრენინგი ,,გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”

 


    2022 წლის 10 მარტიდან - 18 მარტის ჩათვლით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, დისტანციურად Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით, გავიარე ტრენინგი "გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” . ტრენერები ქალბატონები თ.ნანობაშვილი და თ.შუბლაძე. ტრენინგი მოიცავდა 20 საკონტაქტო საათს.

19/03/2022

ტრენინგი "ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობა სასწავლო პროცესში"

 


 2022 წლის 14-18 მარტს გავიარე ტრენინგი "ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობა სასწავლო პროცესში".  ტრენინგის ხანგრძლივობა 10 საკონტაქტო საათი. ტრენერი ნიკო გიგოლაშვილი.

ტრენინგის ფარგლებში გავეცანი:

  • ბავშვის განვითარების მახასიათებლებს
  • ბავშვის უფლებათა კოდექსს
  • NICHD პროტოკოლი
  • სხვადასხვა სიტუაციურ კაზუსებს

ტრენინგი "ციფრული თხრობა"

 


    2022 წლის 14-18 მარტს გავიარე ტრენინგი eTwinning "ციფრული თხრობა".  ტრენინგის ხანგრძლივობა 12 საკონტაქტო საათი. ტრენერი ნინო სარაული.

ტრენინგის ფარგლებში ვისწავლე და შევქმენი შემდეგი WEB 2.0 რესურსი:

14/03/2022

ტრენინგი "მედიაწიგნიერება"

 


 2022 წლის 11-13 მარტს გავიარე ტრენინგი eTwinning "მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია".  ტრენინგის ხანგრძლივობა 12 საკონტაქტო საათი. ტრენერი ნინო სარაული.

ტრენინგის მიზანი იყო:

  • გავცნობოდით მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმასა და  მედიაწიგნიერების  გამოწვევების ურთიერთმიმართებებს;
  • სასწავლო დისციპლინებში მედიაწიგნიერების  და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების გზებს და საჭიროებას;
  • მედიაწიგნიერების და სტანდარტის ურთიერთმიმართებას;
  • მედიაგზავნილების ანალიზის მეთოდოლოგიას;
  • გზავნილებით გაჯერებულ გარემოს მახასიათებლებს;
  • მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინების მნიშვნელობას  სწავლა-სწავლების დროს; 
  • ინფორმაციული განათლების, მედიწიგნიერების მთავარ პრინციპებს;
  • ინფორმაციის ცოდნად გადაქცევის სტრატეგიებს; 
  • იმსჯელებენ საპროგრამო მასალის ათვისებისას  მედიაწიგნიერების უნარების განვითარების არსებით ასპექტებსა და მოსწავლეებისათვის ამ უნარების განვითარების  გზებზე.






14/02/2022

„თანამედროვე მიდგომები სწავლებაში“

 


2022 წლის 12 იანვრიდან 13 თებერვლამდე დისტანციურად Teams-ის პლატფორმის გამოყენებით გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი „თანამედროვე მიდგომები სწავლებაში“. მოდულის მოცულობა ECTS კრედიტებისა და საათების რაოდენობის  მიხედვით მოიცავდა 40 საკონტაქტო და 15 არასაკონტაქტო საათს, თითოეულ სესიას დაეთმო 2,5 საათი, სულ 16 შეხვედრა.

ტრენერი ქალბატონი მაკა მამფორია.

ტრენინგი დაყოფილი იყო სამ მოდულად:

Ø  მოდული 1 - თანამედროვე მიდგომები სწავლებაში - 20 საათი

Ø  მოდული 2 - კომუნიკაცია და მოტივაცია - 10 საათი

Ø  მოდული 3 - კლასის მართვა და კონფლიქტები - 10 საათი

პირველი მოდულის ფარგლებში განვიხილეთ შემდეგი საკითხები:

ü  დიფერენცირებული სწავლება

ü  კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპები

ü  ტრანსფერის უნარის განვითარება

ü  ანალიტიკური აზროვნების განვითარება

ü  კრიტიკული აზროვნების განვითარება

ü  შემოქმედებითი აზროვნების განვითარება

ü  პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება

მეორე მოდულის ფარგლებში განხილული საკითხები:

ü  კომუნიკაცია

ü  მოტივაცია

მესამე მოდულის ფარგლებში განხილული საკითხები:

ü  პოზიტიური სასწავლო გარემო

ü  კლასის მართვის სტილი

ü  კლასის მართვის სტრატეგიები

ü  კონფლიქტი

ü  ბულინგი

ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო:

ü  დიფერენცირებული სწავლებისა და კონსტრუქტივიზმის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებული სწავლისა და სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების გაცნობა;

ü  განხილული სტრატეგიების გამოყენება სასწავლო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

ü  ეფექტური კომუნიკაციის არსისა და  კომუნიკაციის ტიპების გაცნობა; პრაქტიკულ რეკომენდაციების შემუშავება მოსწავლეებთან, მშობლებთან და თემთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად.

ü  მოტივაციის ტიპებისა და მოტივაციაზე მოქმედ ფაქტორების დაგეგმვა;

ü  მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებელი აქტივობების დაგეგმვა;

ü  კლასის მართვის სხვადასხვა სტილისა და კლასის მართვის ეფექტიანი სტრატეგიების გაცნობა;

ü  კონფლიქტის ტიპებზე, კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებსა და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა;

ü  ბულინგის არსისა და  მახასიათებლების გააზრება


05/02/2022

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური

 

    2021-2022 სასწავლო წლის გეოგრაფიაში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილე კადეტებმა, ყველამ გადალახა ბარიერი, მაგრამ ოლიმპიადის პირობებიდან გამომდინარე (პირველ ორმოცდა ათში მოხვდა) მესამე ტურში გადავიდა მხოლოდ 2 კადეტი:

  1. გუგუციძე გიორგი - 27 ქულა
  2. გიორგაძე ბექა - 26 ქულა