2022 წლის 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრამდე საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით დისტანციურად MSTeams-პლატფორმის საშუალებით.
ტრენინგის მიზანი იყო გავცნობოდთ სხვადასხვა დონის კონფლიქტების სტრუქტურის, შინაარსის და დინამიკის ძირითად კანონზომიერებებს, იმ ფსიქოლოგიურ თეორიებს, რომლებიც მიზნად ისახავს კონფლიქტის წარმოშობის მიზეზების ახსნას. გარეგან პირობებს, კულტურის და თვით ჯგუფისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჯგუფებს შორის კონფლიქტის გამოწვევას ისეთი კონფლიქტების გაანალიზების, მოგვარების და პრევენციის საკითხებში, როგორიცაა: ინტერპერსონალური, ინტერჯგუფური, ოჯახური, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სახელმწიფოთაშორისი, ძალადობრივი კონფლიქტები.
ტრენინგი მოიცავდა ასინქრონულ რეჟიმში 10სთ, სინქრონულ რეჟიმში 2 სთ. კურსის განმავლობაში ჩატარდა 2 ქვიზი. დამოუკიდებლად მუშაობის ხანგრძლივობა - 25 სთ. ქვიზის ხანგრძლივობა მოიცავდა 15 წუთს.
ტრენინგის განმხორციელებელი ელინა შავდათუაშვილი- -სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის ფსიქოლოგი.
No comments:
Post a Comment