29/10/2022

ტრენინგი "კონფლიქტების მართვა"

 
   2022 წლის 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრამდე საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით დისტანციურად MSTeams-პლატფორმის საშუალებით.
    ტრენინგის მიზანი იყო გავცნობოდთ სხვადასხვა დონის კონფლიქტების სტრუქტურის, შინაარსის და დინამიკის ძირითად კანონზომიერებებს, იმ ფსიქოლოგიურ თეორიებს, რომლებიც მიზნად ისახავს კონფლიქტის წარმოშობის მიზეზების ახსნას.  გარეგან პირობებს, კულტურის და თვით ჯგუფისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჯგუფებს შორის კონფლიქტის გამოწვევას ისეთი კონფლიქტების გაანალიზების, მოგვარების და პრევენციის საკითხებში, როგორიცაა: ინტერპერსონალური, ინტერჯგუფური, ოჯახური, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სახელმწიფოთაშორისი, ძალადობრივი კონფლიქტები.

  ტრენინგი მოიცავდა ასინქრონულ რეჟიმში 10სთ, სინქრონულ რეჟიმში 2 სთ. კურსის განმავლობაში ჩატარდა  2 ქვიზი.  დამოუკიდებლად მუშაობის ხანგრძლივობა - 25 სთ. ქვიზის ხანგრძლივობა მოიცავდა 15 წუთს.  

    ტრენინგის განმხორციელებელი ელინა შავდათუაშვილი- -სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის ფსიქოლოგი.

25/10/2022

ექსკურსია სამეგრელოს მხარეში

 

ჩემი სადამრიგებლო ჯგუფი (მესამე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფი) ჩემი ხელმძღვანელობით სადამრიგებლო პროგრამის და პრექტ „შეიცანი საქართველო შენის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე სამეგრელოს მხარეში.

კადეტებმა დაათვალიერეს ზუგდიდის დადიანების სასახლე, სოფ. ნოჯიხევის X-XI საუკუნის მონასტერი, ნოქალაქევის მუზეუმ ნაკრძალი, სოფ. ბეთლემის თერმული წყლები, სალხინოს დადიანების სასახლე და მარტვილის მამათა მონასტერი. 

       ექსკურსიის მიზანი იყო კადეტები გაცნობოდნენ სამეგრელოს მხარის ტურისტულ და ეკონომიკურ პერსპექტივებს. განუვითარდეთ ანალიზის, დასკვნის გაკეთების, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.



06/10/2022

მენტორის სტატუსის მინიჭება

 


    2022 წლის 9 ივნისს სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ წარდგინების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 4 ოქტომბრის N1225137 ბრძანებით  განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების ფარგლებში მომენიჭა მენტორი მასწავლებლის სტატუსი.