28/11/2023

eTwinning-ის პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია!

„ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“ 



    2023 წლის 27 ნოემბერს  სპეციალური მიწვევით დავესწარი მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში  გამართულ კონფერნეციას, რომელიც მიეძღვნა პროგრამა eTwinning-ის 10 წლის იუბილეს და 2023 წლის მთავარ თემას ხელოვნური ინტელექტის როლს განათლებაში. 

     კონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო ევროპის საბჭოს ციფრული ტრანსფოპრმაციისა და ელექრონული სწავლების განყოფილების ხელმძღვანელი ბ-ნი აჰმედ მურატ კილიჩი. 

  კონფერენცია ოფიციალურად გახსნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა,  ბერიკა შუკაკიძემ და eTwinnig-ის პროგრამის ხელმძღვანელმა ხატია მატკავამ. 

     კონფერენციის ფარგლებში eTwinning-ის პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით აქტიური თანამშრომლობისათვის გადმომეცა სერტიფიკატი, ხოლო სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ვარსკვლავი და სერტიფიკატი.

აგრეთვე დავესწარი საინტერესო სესიებს: 

1. მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში - ფასილიტატორი: ნატო ინგოროყვა განათლების ციფრული სახლისა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების პროგრამის მენეჯერი; სოციალურ-მეცნიერებათა დოქტორი.

2. ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებითი ძალა - ფასილიტატორი: დიმიტრი პოპოვი eTwinning-ის ამბასადორი (ინსტრუმენტები firefly.adobe.com   new.express.adobe.com)

27/10/2023

მადლობის სიგელი

 

        მასწავლებელთა ეროვნულთა ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით (N3014 24.10.2023) გადმომეცა მადლობის სიგელი სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

04/10/2023

პოლონელი სტუმრები ლიცეუმში

      სასწავლო-შემეცნებითი პროგრამის ფარგლებში კადეტებმა და პოლონელმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საქართველოსა და პოლონეთის შესახებ. გააცნეს ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების კულტურული და ბუნებრივი ღირშესანიშნაობები.

      ჩემი ფასილიტატოროობით კადეტებმა  პრეზენტაციები მოამზადეს ონლაინ ინსტრუმენტით "storymaps.arcgis.com". 



15/09/2023

ახალი სასწავლო წელი

 


 2023 წლის 15 სექტემბერს დაიწყო ახალი 2023-2024 სასწავლო წელი. 

    ვასწავლი პირველი სასწავლო კურსის (X კლასი) ხუთ სასწავლო ჯგუფს და მეორე სასწავლო კურსის (XI კლასი) ოთხივე ჯგუფს. ამავდროულად ვარ პირველი სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის (X-1 კლასი) დამრიგებელი. 

       სადამრიგებლო ჯგუფში ირიცხება 25 კადეტი, 20 ვაჟი და 5 გოგონა.

24/07/2023

კათედრის წლიური ანგარიში

    2023 წლის 21 ივლისს კათედრის წევრებმა დირექციის წინაშე ინდივიდუალურად მოვახდინეთ 2022-2023 სასწავლო წლის ანგარიშის პრეზენტაცია.

    პრეზენტაციას ესწრებოდნენ - კათედრის წევრები: ბესიკ მაჩიტაძე, მურმან სურმავა, გიგა ბასილაძე, ქალთამზე მელქაძე, ხოლო დირექციიდან კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში - ქალბატონი მაია გაბუნია და სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ვაჟა ჭელიძე.






01/07/2023

წლიური შეფასებები

 2022-2023 სასწავლო წლის წლიური შეფასებების სტატისტიკა


 

06/06/2023

ტრენინგი "კიბერბულინგი"

 


        2023 წლის 3-4 ივნისს მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი მენტორი მასწავლებლებისთვის სვალდებულო ტრენინგი "კიბერბულინგის პრევენცია სასკოლო საზოგადოებაში". ტრენინგი ჩატარდა Teams-ის პლატფორმაზე, მოიცავდა 6 საკონტაქტო საათს. ტრენერი ხათუნა ციხელაშვილი.

       ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და აქტუალური თანამედროვე პერიოდში.

30/05/2023

ტრენინგი WEB 2.0 ინსტრუმენტები

 

      2023 წლის 19 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი WEB 2.0 ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში. ტრენინგი ჩატარდა Teams-ის პლატფორმაზე, მოიცავდა 14 საკონტაქტო საათი. ტრენერი თეიმურაზ ჯვარშეიშვილი.
       ტრენინგის ფარგლებში შევისწავლე ბევრი ახალი ინსტრუმენტი. შევქმენი სხადასხვა სასწავლო რესურსი.

19/05/2023

"ბოლო ზარი"

 


დღეს მესამე სასწავლო კურსისათვის სასწავლო პროცესი დასრულდა. ამასთან დაკავშირებით ლიცეუმში "ბოლო ზარის" ღონისძიება გაიმართა.

ჩემმა სადამრიგებლომ მესამე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფის კადეტებმა ლიცეუმში გატარებული სამი წელი სხვადასხვა მცირე ინსცენირებით, მუსიკალური ნომრებითა და სახალისო კონკურსებით წარმოადგინეს.







03/05/2023

სასწავლო ექსკურსია მარტვილში

 


III სასწავლო კურსის III სასწავლო ჯგუფის კადეტები ექსკურსიაზე სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდნენ.

კადეტებმა მოინახულეს მარტვილის მონასტერი და სალხინოს დადიანების სასახლე, ასევე, ტალერისა და წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძრები.

ექსკურსია III სასწავლო კურსის III სასწავლო ჯგუფის დამრიგებლის ბესიკ მაჩიტაძის მიერ დაიგეგმა.




05/04/2023

გასვლითი გაკვეთილი წყალტუბოში

 


      ჩემი ხელმძღვანელობით, სადამრიგებლო ჯგუფისათვის (მესამე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფი) გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა წყალტუბოს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში და პრომეთეს მღვიმეში. 

   „საქართველოს დაცული ტერიტორიები და ბუნებრივი რესურსები“ - ამ თემაზე ჩატარებული გაკვეთილის ფარგლებში კადეტები გაეცნენ კურორტ წყალტუბოს ისტორიას, წყალტუბოს უნიკალური თერმული წყლების წარმოშობასა და სამკურნალო თვისებებს. კადეტები ასევე იმყოფებოდნენ პრომეთეს მღვიმეში.





09/03/2023

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

 

    2022-2023 სასწავლო წლის გეოგრაფიაში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილე კადეტებმა, ყველამ გადალახა ბარიერი, მაგრამ ოლიმპიადის პირობებიდან გამომდინარე (პირველ ორმოცდა ათში მოხვდა) მესამე ტურში გადავიდა მხოლოდ 2 კადეტი:

  1. გუგუციძე გიორგი - 30 ქულა
  2. დუმბაძე მიხეილი - 33 ქულა

05/03/2023

ტრენინგი "eTwinning-ის პორტალზე ნავიგაცია და პროექტების ინიცირება"

 2023 წლის 28 თებერვლიდან    5 მარტის ჩათვლით მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი "eTwinning-ის ახალ პორტალზე ნავიგაცია და პროექტების ინიცირება". ტრენინგი ჩატარდა Teams-ის პლატფორმაზე, მოიცავდა 8 საკონტაქტო საათი. ტრენერი თეიმურაზ ჯვარშეიშვილი.

27/02/2023

პროექტი ჩემი მხარის/ქალაქის/სოფლის ტურისტული გიდი

 

        დღეს ლიცეუმის კადეტთა კლუბში ჩემ მიერ განხორციელებული პროექტის -„ჩემი ტურისტული მხარის გიდი“ პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და კადეტები ესწრებოდნენ.

      პირველი სასწავლო კურსის კადეტებმა წარმოადგინეს თავიანთი მხარის, ქალაქისა და სოფლის შესახებ პრეზენტაციები. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი იყო 7 საუკეთესო პრეზენტაცია, რომელიც  კომისიამ წინასწარ შეარჩია განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. კომისიის შემადგენლობაში მასწავლებელთან ერთად კადეტებიც შედიოდნენ.

     პრეზენტაციის დასრულების შემდეგ  პირველი სასწავლო კურსის სასწავლო ჯგუფების ოთხწევრიან გუნდებს შორის შეჯიბრი გაიმართა.  ინტელექტუალური შეჯიბრი,  რომელიც ლოგიკურ აზროვნებასა და საკითხისადმი კონკრეტულ ცოდნას მოითხოვდა, ბუნების პირობებში თვითგადარჩენის საკითხებს შეეხებოდა.  გამარჯვება მოიპოვა პირველი სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფის გუნდმა  „არწივები“ .

     პროექტის  მიზანი საქართველოს სხვადასხვა მხარის ბუნების, კულტურის, ტრადიციის გაცნობა, კადეტებში შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარის განვითარება იყო.