„ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“
2023 წლის 27 ნოემბერს სპეციალური მიწვევით დავესწარი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში გამართულ კონფერნეციას, რომელიც მიეძღვნა პროგრამა eTwinning-ის 10 წლის იუბილეს და 2023 წლის მთავარ თემას ხელოვნური ინტელექტის როლს განათლებაში.
კონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო ევროპის საბჭოს ციფრული ტრანსფოპრმაციისა და ელექრონული სწავლების განყოფილების ხელმძღვანელი ბ-ნი აჰმედ მურატ კილიჩი.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ და eTwinnig-ის პროგრამის ხელმძღვანელმა ხატია მატკავამ.
კონფერენციის ფარგლებში eTwinning-ის პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით აქტიური თანამშრომლობისათვის გადმომეცა სერტიფიკატი, ხოლო სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ვარსკვლავი და სერტიფიკატი.
აგრეთვე დავესწარი საინტერესო სესიებს:
1. მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში - ფასილიტატორი: ნატო ინგოროყვა განათლების ციფრული სახლისა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების პროგრამის მენეჯერი; სოციალურ-მეცნიერებათა დოქტორი.
2. ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებითი ძალა - ფასილიტატორი: დიმიტრი პოპოვი eTwinning-ის ამბასადორი (ინსტრუმენტები firefly.adobe.com new.express.adobe.com)
No comments:
Post a Comment