20/05/2026

"ბოლო ზარი"

      დღეს, 20 მაისს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, მესამე სასწავლო კურსის კადეტებისთვის მნიშვნელოვანი და ემოციური დღე აღინიშნა. მეთორმეტე კლასელებისათვის დაირეკა „ბოლო ზარი“, რასთანაც დაკავშირებით კადეტთა კლუბში გაიმართა „ბოლო ზარის“ ღონისძიება, რომელმაც ლიცეუმში გატარებული სამი დაუვიწყარი წელი კიდევ ერთხელ გააცოცხლა.

     ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, დირექცია, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და კადეტები.

     სამივე სასწავლო ჯგუფმა, მათშორის ჩემმა სადამრიგებლო ჯგუფმა (12ა კლასმა)  დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი და ემოციური ნომრები წარადგინა.

    კადეტებმა სიმღერებით, მოგონებებითა და გულწრფელი ემოციებით გაიხსენეს  გამოწვევებით სავსე დღეები და ის გზა, რომელიც ერთად გაიარეს.

     კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

     „ბოლო ზარი“ კადეტებისთვის მხოლოდ ლიცეუმის დასრულებას არ ნიშნავს  ეს არის ახალი მიზნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.


No comments:

Post a Comment