ერთკვირიან პროგრამაში სამხედრო სკოლის ერთი ინსტრუქტორი, სამი მასწავლებელი და ცხრა კადეტი ვმონაწილეობით. ვიზიტის განმავლობაში მონაწილეები მრავალფეროვან სასწავლო, პრაქტიკულ და კულტურულ აქტივობებში ვიყავით ჩართულები.
პროგრამა მოიცავდა როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებით, ისე ისტორიულ-კულტურულ ღონისძიებებს. კადეტები დაესწრნენ მასპინძელი სასწავლებლის მიერ ორგანიზებულ საჩვენებელ აქტივობებს, თავადაც აქტიურად მონაწილეობდნენ გუნდურ სახანძრო-სამაშველო, საველე და წყლის სამაშველო სწავლებებსა და პრაქტიკულ დავალებებში.
გაცვლითი პროგრამა განხორციელდა კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და პოლონეთის ქალაქ პოზნანის სკოლა კომპლექსს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რაც ორი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატებული პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.
საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამოტივაციო პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილია. მასში მონაწილეობის შესაძლებლობა კადეტებს სპეციალური შერჩევის კრიტერიუმების საფუძველზე ეძლევათ. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას, ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას, უცხო ენის ცოდნის გაღრმავებას, სამხედრო პროფესიისადმი ინტერესის ზრდას, სხვადასხვა კულტურის გაცნობასა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებას.











.jpg)





No comments:
Post a Comment