24/02/2016

1 ნოემბერი 2015 წელი

სასწავლო ექსკურსია ჯიხეთის დედათა მონასტერი
      პროექტის ,,შევიცნოთ საქართველო ჩვენი", ფარგლებში ჩემს სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად ვიმყოფებოდით სასწავლო ექსკურსიაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერში. კადეტებმა დაათვალიერეს უნიკალური სამონასტრო კომპლექსი, გაეცვნენ მონასტრის კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობას წარსულში და დღეს.
         პროექტის, ,,შევიცნოთ საქართველო ჩვენი", მიზანია კადეტებმა სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა განამტკიცონ სასწავლო ექსკურსიით და კიდევ უფრო უკეთ შეისწავლონ საქართველოს გეოგრაფიული არეალი, მისი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა.




8 ოქტომბერი 2015 წელი

Etwinningplus კონფერენცია
         2015 წლის 8 ოქტომბერს, Etwinningplus კონფერენციაში -,,სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან", როგორც მომხსენებელმა ჩემს კოლეგასთან ეკა მურუსიძესთან ერთად წარმოვადგინე მოხსენება თემაზე  „საგანმანათლებლო პროექტი და მოსწავლეთა მოტივაცია“.

გილოცავთ ახალი სასწავლო წელი

     
        
        2015 წლის 14 სექტემბერს დაიწყო ახალი 2015-2016 სასწავლო წელი. 
    ვასწავლი პირველი სასწავლო კურსის (X კლასი) ორ სასწავლო ჯგუფს და მეორე სასწავლო კურსის (XI კლასი) ოთხ ჯგუფს. ამავდროულად ვარ მეორე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის (XI-1 კლასი) დამრიგებელი.

09/10/2015

კონფერენცია ,,ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი"



   2015 წლის 8 ოქტომბერი - Etwinningplus კონფერენცია ,,ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი" მომხსენებელი - კონფერენცია ,,სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან" .