25/02/2016

12 დეკემბერი 2015 წელი

კონფერენცია eTwinning Plus-ის ფარგლებში

      2015 წლის 12  დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა ქალაქ თბილისში შემაჯამებელი კონფერენცია eTwinning Plus-ის ფარგლებში დავესწარი როგორც მონაწილე, მივიღე საინტერესო ინფორმაცია როგორიც არის Office Mix, OneNote, სხვადასხვა საჭირო ინტერნეტ რესურსები, შევქმენი Microsoft-ის ექაუნთი, ყოველივე ზემოთ ხსენებულს აქტიურად გამოვიყენებ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში.


24/02/2016

18 ნოემბერი 2015 წელი

პროექტი ,,ქართული ღვინის გეოგრაფიული და ტექნოლოგიური თავისებურებები"
     2015  წლის 18 ნოემბერს II სასწავლო კურსის კადეტებთან ერთად პროექტის ,,ქართული ღვინის გეოგრაფიული და ტექნოლოგიური თავისებურებების" ფარგლებში ვიმყოფებოდით სასწავლო ექსკურსიაზე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, კომპანია ,,მეღვინეობა ხარების" ღვინის ქარხანაში და სოფელ სიმონეთში დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში. კადეტებმა დაათვალიერეს ღვინის ქარხანა, გაეცნენ ქართული ღვინის წარმოების ტრადიციულ და თანამედროვე ტექნოლოგიურ მეთოდებს.

11 ნოემბერი 2015 წელი

სასწავლო ექსკურსია სამცხე-ჯავახეთის მხარეში
             2015 წლის 11 ნოემბერს I სასწავლო კურსის 20 კადეტთან ერთად, პროექტის ,,შევიცნოთ საქართველო ჩვენი" ფარგლებში, ვიმყოფებოდით ექსკურსიაზე ადიგენის მუნიციპალიტეტში შემდეგი მარშრუტით - ზარზმა, ჭულევის მონასტერი, მინერალური წყალი ფლატის ჩამოსასხმელი ქარხანა.  
         პროექტს მიზანი იყო შეესწავლათ კადეტებს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარის - სამცხე-ჯავახეთის გეოგრაფიული მდებარეობა და ემსჯელათ ქართულ ტრადიციებზე გეოგრაფიულ თავისებურებებთან მიმართებაში.
       

1 ნოემბერი 2015 წელი

სასწავლო ექსკურსია ჯიხეთის დედათა მონასტერი
      პროექტის ,,შევიცნოთ საქართველო ჩვენი", ფარგლებში ჩემს სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად ვიმყოფებოდით სასწავლო ექსკურსიაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერში. კადეტებმა დაათვალიერეს უნიკალური სამონასტრო კომპლექსი, გაეცვნენ მონასტრის კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობას წარსულში და დღეს.
         პროექტის, ,,შევიცნოთ საქართველო ჩვენი", მიზანია კადეტებმა სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა განამტკიცონ სასწავლო ექსკურსიით და კიდევ უფრო უკეთ შეისწავლონ საქართველოს გეოგრაფიული არეალი, მისი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა.