02/08/2017

ალიანტე 2017

 










2017 წლის 7 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მხარდაჭერით დაიწყო საერთაშორისო კონკურსი "ალიანტე 2017". მასში მონაწილეობა მიიღო ჩემმა ორმა I კურსის (X კლასი) კადეტებმა: მარიამ კობერიძემ და ანა სილაგაძემ.
კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად, პირველი ეტაპი ითვალისწინებდა შეკითხვებზე პასუხის მოძიებასა და ელექტრონულ მისამართზე გაგზავნას, ხოლო მეორე ეტაპი, ეროვნული ფინალი გაიმართა ბაზალეთის სასწავლო ბაზაზე. ეროვნულ ფინალში გასული კონკურსანტები ერთმანეთს, როგორც ინტელექტუალურ, ისე ფიზიკურ აქტივობებში შეეჯიბრნენ. ინსტრუქტორების დახმარებით, მოეწყო შეჯიბრებები ხელოვნურ კედელზე ცოცვაში, საცეცხლე მომზადებაში და სხვადასხვა სირთულის დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში.
 კადეტებმა წარმატებით გადალახეს პირველი რაუნდი, მოხვდნენ პირველ 25 გუნდში, ხოლო ეროვნულ ფინალში დაიკავეს მეოთხე ადგილი. კონკურსში მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები.




19/06/2017

საატესტატო გამოცდები 2017

      2017 წლის 19 თებერვალს XI კლასში ჩატარდა სკოლის გამოსაშვები (საატესტატო) გამოცდა გეოგრაფიაში. 
     გამოცდა ლიცეუმიდან ჩააბარა 84-მა კადეტმა, ხოლო ჩემმა 45-მა კადეტმა. ყველამ აჩვენა უმაღლესი შედეგი, ყველაზე დაბალი შეფასება დაიწერა 8,0 ქულა. 

  • 9,5 ქულა და მეტი - 24 კადეტი
  • 8,5-9,49 ქულა - 16 კადეტი
  • 8,0 - 8,49 ქულა - 5 კადეტი

04/06/2017

საერთაშორისო კონფერენცია

 

  2017 წლის 3-4 ივნისს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მხარდაჭერით, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია გეოგრაფიაში "გეოგრაფიული მეცნიერება გლობალურ კონტექსტში: მიღწევები და გამოწვევები". კონფერენცია წარიმართა ორ ჯგუფში ფიზიკური გეოგრაფიისა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით.
 კონფერენციის ფარგლებში მოხსენებები წარმოადგინეს ქუთაისის, თბილისისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების, საქართველოს გეოგრაფიის ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საზღვარგარეთის (უკრაინა, უნგრეთი, შვედეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, ირანი) ცნობილი უმაღლესი სასწავლებლების გეოგრაფებმა.
 კონფერენციაზე მოხსენება გავაკეთე მეც თემაზე "ქუთაისის მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობისა და მიგრაციული ქცევის ანალიზი". ქუთაისის მოსახლეობამ  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მნიშვნელოვანი კლება განიცადა. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრეთათვის.


21/05/2017

"ბოლო ზარი"

   
   2017 წლის 19 მაისს სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, მესამე კურსის (XII კლასის) ლიცეუმის დამთავრებასთან დაკავშირებით გაიმართა "ბოლო ზარისადმი" მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება.
  დამამთავრებელ ჯგუფებს შორის იყო ჩემი სადამრიგებლო ჯგუფი, მესამე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფი (XII-1). კადეტებმა გაიხსენეს ლიცეუმში გატარებული წლები, მცირედი მუსიკალური ნომრებითა და მათ მიერ დაწერილი ლექსებით გამოხატეს მადლიერება დირექციის, მასწავლებლების, ოფიცრების, სერჟანტებისა და ლიცეუმის ყველა თანამშრომლის მიმართ.