09/11/2018

სასწავლო ექსკურსია რიონჰესზე



2018 წლის 8 ნოემბერს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მეორე სასწავლო კურსის მეორე სასწავლო ჯგუფი  ჩემი ხელმძღვანელობით იმყოფებოდა სასწავლო ექსკურსიაზე რიონის ჰიდროელექტრო სადგურის სათავე ნაგებობაზე და ქვესადგურზე. 
ექსკურსიის მიზანი იყო კადეტები გაცნობოდნენ ჰიდრო რესურსების მნიშვნელობას საქართველოს ენერგეტიკაში. მათ ადგილზე გაზომეს სათავე ნაგებობისა და ქვესადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან, რის საფუძველზეც გამოიანგარიშეს მდინარე რიონის ვარდნა და დახრილობა.
 ჰიდროელექტრო სადგურის ისტორიის, მუშაობის პრინციპზე, მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკაში კადეტებს ესაუბრათ ს.ს. ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომელი ბატონი დავით მესხი.














Сделано на Padlet

25/10/2018

ხარისხის ნიშანი

   eTwinning პორტალზე არსებულ პროექტში "The last bell in my school" აქტიური ჩართულობისთვის და განხორციელებული აქტივობებისთვის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დაჯილდოვდა ევროპული ხარისხის ეტიკეტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობები შეფასდა უმაღლეს ევროპულ დონეზე.
   აღნიშნული პროექტი განხორციელდა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მასწავლებლის ტატიანა პროკუდინას და ჩემი ავტორობით.


08/10/2018

სასწავლო ექსკურსია "შიდა ქართლის მხარეში"

         ჩემ სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად, პროექტ „შეიცანი საქართველო შენი“-ს ფარგლებში, ვიმყოფებოდით სასწავლო ექსკურსიაზე შიდა ქართლის მხარეში, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში.






კადეტებმა მოინახულეს ქვათახევისა და სოფელ მეტეხის ღვთიშობლის სახელობის მონასტერები, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი. აგრეთვე იმყოფებოდნენ სოფელ შინდისში და პატივი მიაგეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული „შინდისის გმირების“ ხსოვნას.
პროექტი „შეიცანი საქართველო შენი“ ხელს უწყობს კადეტებმა გაიგონ უფრო მეტი სამშობლოს შესახებ, რაც გაუღვივებს და აუმაღლებს  მათ პატრიოტულ სულისკვეთებას.



05/10/2018

მასწავლებლის დღე

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა დამაჯილდოვეს "სიგელით".