27/12/2018

გარე დაკვირვების გაკვეთილი

     
       მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში 2018 წლის 10 დეკემბერს წარმატებით ჩავატარე გარე დაკვირვების გაკვეთილი თემაზე "ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია". მომენიჭა 4 კრედიტქულა.





21/12/2018

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა-ის სურათის შედეგი
      2018-2019 სასწავლო წლის გეოგრაფიის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ჩემი მოსწავლეებიდან მონაწილეობა მიიღო 8 კადეტმა (ორი XII კლასელი და 6 XI კლასელი). პირველ ტურში ბარიერი ვერ გადალახა მხოლოდ ერთმა კადეტმა, ხოლო მეორე ტურში გადავიდა ორი მეთორმეტე კლასელი მოსწავლე (არჩილ ქიმუცაძე და ირაკლი დოგრაშვილი).

09/11/2018

სასწავლო ექსკურსია რიონჰესზე



2018 წლის 8 ნოემბერს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მეორე სასწავლო კურსის მეორე სასწავლო ჯგუფი  ჩემი ხელმძღვანელობით იმყოფებოდა სასწავლო ექსკურსიაზე რიონის ჰიდროელექტრო სადგურის სათავე ნაგებობაზე და ქვესადგურზე. 
ექსკურსიის მიზანი იყო კადეტები გაცნობოდნენ ჰიდრო რესურსების მნიშვნელობას საქართველოს ენერგეტიკაში. მათ ადგილზე გაზომეს სათავე ნაგებობისა და ქვესადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან, რის საფუძველზეც გამოიანგარიშეს მდინარე რიონის ვარდნა და დახრილობა.
 ჰიდროელექტრო სადგურის ისტორიის, მუშაობის პრინციპზე, მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკაში კადეტებს ესაუბრათ ს.ს. ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომელი ბატონი დავით მესხი.














Сделано на Padlet