11/02/2019

სასწავლო ექსკურსია საირმეში

Image may contain: 11 people, people smiling, outdoor
მეორე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფი პროექტ „საქართველოს  კურორტები და ბუნებრივი რესურსების“ ფარგლებში ჩემი ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ კურორტ საირმეში (ხელმძღვანელები: ბესიკ მაჩიტაძე - გეოგრაფიის მასწავლებელი, ეკა მურუსიძე - ქიმიის მასწავლებელი).
ექსკურსიის ფარგლებში კადეტებმა დაათვალიერეს „თერმული სპა და ველნესი“, გაეცნენ იქ მიმდინარე გამაჯანსაღებელ პროცედურებს, რომელიც მიმდინარეობს კურორტის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი თერმული და მინერალური წყაროებით, აგრეთვე მოინახულეს სპა-ცენტრში არსებულ ახლადგახსნილი "მარილის ოთახი", რომელიც სამკურნალო დანიშნულებისაა და გამოიყენება სასუნთქი ორგანოების სამკურნალოდ.
სასწავლო ექსკურსიის მიზანი იყო, კადეტებს მოეხდინათ სხვადასხვა საგნის საგაკვეთილო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის ტრანსფერი, უკეთ შეეფასებინათ საქართველოს პოტენციალი სხვადასხვა სფეროში: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი.
Image may contain: 5 people, people smiling, people standing and outdoor 
Image may contain: 1 person, outdoorImage may contain: one or more people, tree and outdoorImage may contain: 3 people, outdoor

27/12/2018

გარე დაკვირვების გაკვეთილი

     
       მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში 2018 წლის 10 დეკემბერს წარმატებით ჩავატარე გარე დაკვირვების გაკვეთილი თემაზე "ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია". მომენიჭა 4 კრედიტქულა.





21/12/2018

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა-ის სურათის შედეგი
      2018-2019 სასწავლო წლის გეოგრაფიის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ჩემი მოსწავლეებიდან მონაწილეობა მიიღო 8 კადეტმა (ორი XII კლასელი და 6 XI კლასელი). პირველ ტურში ბარიერი ვერ გადალახა მხოლოდ ერთმა კადეტმა, ხოლო მეორე ტურში გადავიდა ორი მეთორმეტე კლასელი მოსწავლე (არჩილ ქიმუცაძე და ირაკლი დოგრაშვილი).